“გოგოს რომ თმას აგლეჯდა, ის კამეჩი შსს მინისტრის პირველ მოადგილედ დააწინაურეს, ხვალ მამუკა მდინარაძეს დანიშნავენ ალბათ მინისტრად” – გვარამია
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია: რამდენიმე დღის წინ გოგოს რომ თმას აგლეჯდა, ის კამეჩი შსს მინისტრის პირველ მოადგილედ დააწინაურეს. ხვალ მამუკა მდინარაძეს დანიშნავენ ალბათ მინისტრად. ამათ და ასეთებს ნიშნავენ, გმირ ანწუხელიძეს კი უსარგებლო პიარის პროდუქტად აცხადებენ. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში და ეს მარტო პოლიტიკოსების ბრალი ნამდვილად არ არის, ვინც როგორც არ უნდა ეცადოს ამის […]


კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
რამდენიმე დღის წინ გოგოს რომ თმას აგლეჯდა, ის კამეჩი შსს მინისტრის პირველ მოადგილედ დააწინაურეს. ხვალ მამუკა მდინარაძეს დანიშნავენ ალბათ მინისტრად.
ამათ და ასეთებს ნიშნავენ, გმირ ანწუხელიძეს კი უსარგებლო პიარის პროდუქტად აცხადებენ. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში და ეს მარტო პოლიტიკოსების ბრალი ნამდვილად არ არის, ვინც როგორც არ უნდა ეცადოს ამის წარმოჩენას. ასეა, ასე.
ასეა, იმიტომ რომ გუშინ ქალისთვის ლამის სკალპის ამხდელს დღეს რომ სპეციალურად და ხაზგასმულად ყველა ჩვენგანის დასამცირებლად დააწინაურებენ, ასეთი რამეების გამო თავზე ამხობენ მთავრობებს ყველაფერს. და ამას არ აკეთებენ პოლიტიკოსები, არც ქარიზმატული “ჰაერიდან გამოგონილი” ლიდერები, არც დღეს-ხვალ რომ ამოვლენ ბაზალეთის ტბის ძირიდან ოქროსაკვნიანები, არც ხელოვნური ინტელექტით მოჟონგლიორეები და ასე შემდეგ.
არა, არამედ საზოგადოება – ყველანი ერთად, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ფენიდან და ყველა გეოგრაფიული წერტილიდან. ყველა, ვისაც სამშობლო უყვარს და სინდისი და ღირსების შეგრძნება აქვს. ისინიც, ვინც შეიძლება თბილისში არც არასდროს ყოფილა და რუსთაველის გამზირი საკუთარი თვალით არც უნახავს. ისინიც, ვინც ემიგრაციიდან არჩენს სამშობლოს, აქ მყოფი მათი ოჯახების მეშვეობით. ყველა ერთად. ერთად და არა ხან პოლიტიკოსების, ხან ენჯეოების, ხან მედიის და ხან ვისი და ხან ვისი “მორალურ წიხლ” ქვეშ გაფენით, გაუთავებელი დამცრობით, დაკნინებით, და ლამის გაუქმების კულტურის ენდემური ქართული სახეობის ჩამოყალიბებით.
What's Your Reaction?






