გონიოში, რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

გონიოში, ერთ-ერთ მშენებარე კორსპუში რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაოებენ. აჭარის მაუწყებელი დამატებით დეტალებს არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მშენებლობა კომპანია  "Next Gonio  + " - ს ეკუთვნის. კომპანიის იურისტის განცხადებით, მშენებლობა დასრულებულია, დარჩენილი იყო მოპირკეთებითი სამუშაოები და მიმდინარეობდა ხარაჩოების მონტაჟი, რასაც მისი თქმით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა.  შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ივლ. 17, 2025 - 19:27
 0
გონიოში, რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

გონიოში, ერთ-ერთ მშენებარე კორსპუში რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაოებენ. აჭარის მაუწყებელი დამატებით დეტალებს არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მშენებლობა კომპანია  "Next Gonio  + " - ს ეკუთვნის. კომპანიის იურისტის განცხადებით, მშენებლობა დასრულებულია, დარჩენილი იყო მოპირკეთებითი სამუშაოები და მიმდინარეობდა ხარაჩოების მონტაჟი, რასაც მისი თქმით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow