გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა ჩინოვნიკების სუფრისთვის
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა სუფრისთვის, რომელიც სპეციალურად განათლების მინისტრ გივი მიქანაძისთვის, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხისთვის, თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთვის და სხვა მაღალი რანგის სტუმრებისთვის გაიშალა. – ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს. თუმცა, განათლების სამინისტროდან და თსუ-დან გვაცნობეს, რომ სუფრაზე არ იმყოფებოდნენ გივი მიქანაძე და ჯაბა სამუშია. – აკონკრეტებს გამოცემა. თანხის გადარიცხვა […] The post გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა ჩინოვნიკების სუფრისთვის appeared first on .

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა სუფრისთვის, რომელიც სპეციალურად განათლების მინისტრ გივი მიქანაძისთვის, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხისთვის, თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთვის და სხვა მაღალი რანგის სტუმრებისთვის გაიშალა. – ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს.
თუმცა, განათლების სამინისტროდან და თსუ-დან გვაცნობეს, რომ სუფრაზე არ იმყოფებოდნენ გივი მიქანაძე და ჯაბა სამუშია. – აკონკრეტებს გამოცემა.
თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2025 წლის 16 ივლისს, — როგორც ანგარიშფაქტურაშია აღნიშნული.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სუფრა უნდა გაშლილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ გორის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე.
მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე; პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი; თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია; საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია; პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი; აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები (ქართლის ამბები)
The post გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი გადაუხადა ჩინოვნიკების სუფრისთვის appeared first on .
What's Your Reaction?






