"გულიაშვილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება" - "სარაევოს" თავკაცის გულწრფელი პასუხი ქართველზე

"გულიაშვილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება" - "სარაევოს" თავკაცის გულწრფელი პასუხი

ივლ. 16, 2025 - 20:27
 0
"გულიაშვილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება" - "სარაევოს" თავკაცის გულწრფელი პასუხი ქართველზე
სარაევოს მთავარი მწვრთნელის, ზორან ზეკიჩის განცხადებით, დიდი ალბათობით, გიორგი გულიაშვილი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბოსნიურ კლუბს დატოვებს. ხორვატი სპეციალისტის თქმით, ქართველი კაპიტნის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მისი ტრანსფერი მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმების ნაწილია.

ზეკიჩმა ინტერვიუ ადგილობრივ მედიასთან ჩაწერა და აღნიშნა, რომ გუნდში სერიოზული გადახალისება მიმდინარეობს:

"ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. შეიძლება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტში ვინმე უკვე გაყიდულიც იყოს" – აღნიშნა ზეკიჩმა და როდესაც საუბარი კონკრეტულად გულიაშვილზე გადავიდა, დაამატა:

"მისი შენარჩუნება რთული და ფაქტობრივად შეუძლებელია. საქმე დიდ თანხას ეხება."

გიორგი გულიაშვილმა გასული სეზონი "სარაევოში" გამორჩეულად შედეგიანად ჩაატარა: 36 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ბოსნიის ჩემპიონატის MVP გახდა და არაერთი ევროპული კლუბის დაინტერესება მიიპყრო – პრესაში უკვე არაერთხელ დაიწერა სერია A-ს, ლიგა 1-ის, ხორვატიის, თურქეთისა და ბელგიის გუნდის ინტერესზე. ზამთარშივე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია კონკრეტულ მოლაპარაკებებზე.

"სარაევოს" მომდევნო ოფიციალური მატჩი კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნივერსიტატეა კრაიოვას წინააღმდეგ ექნება, მაგრამ მაღალია ალბათობა, რომ ქართველ გულშემატკივარს გულიაშვილ-მექვაბიშვილის დუელის ხილვის შესაძლებლობა არ მიეცეს და ტრანსფერი აღნიშნულ, მატჩებამდე დასრულდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow