დავით ფაცაციასთვის, 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციის მოწყობა, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა - ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. "აფხაზეთიდან დევნილი ფაცაციასთვის, 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციის მოწყობა, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა", - წერს ცოტნე ანანიძე. ცოტა ხნის წინ,  9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.  

აპრ. 9, 2025 - 12:27
 0
დავით ფაცაციასთვის, 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციის მოწყობა, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა - ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

"აფხაზეთიდან დევნილი ფაცაციასთვის, 9 აპრილის მემორიალთან პროვოკაციის მოწყობა, საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ცოტა ხნის წინ,  9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow