დავით ხიდაშელს “რიყის დოქებში” ₾20 მილიონის ინვესტირების ვადა მაისში ეწურება

ბიზნესმენ დავით ხიდაშელს “რიყის დოქებში” 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადა 12 მაისს ეწურება. ამის შესახებ bm.ge-ის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს. საქმე ისაა, რომ 2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეიძინა. ქონება აუქციონზე გაიყიდა საინვესტიციო ვალდებულებით. კერძოდ, მესაკუთრეს 36 თვის ვადაში არანაკლებ […]

აპრ. 16, 2025 - 15:27
 0
დავით ხიდაშელს “რიყის დოქებში” ₾20 მილიონის ინვესტირების ვადა მაისში ეწურება

ბიზნესმენ დავით ხიდაშელს “რიყის დოქებში” 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადა 12 მაისს ეწურება. ამის შესახებ bm.ge-ის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს.
საქმე ისაა, რომ 2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეიძინა. ქონება აუქციონზე გაიყიდა საინვესტიციო ვალდებულებით. კერძოდ, მესაკუთრეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო.
იმ ფონზე, რომ ხიდაშელს საინვესტიციო ვალდებულებების გამო სხვა სახელმწიფო ქონებები უკვე ჩამოერთვა, bm.ge დაინტერესდა, როგორ სრულდება “რიყის დოქებთან” დაკავშირებული ვალდებულებები და თუ დაჯარიმდა კომპანია მათი დარღვევის გამო. როგორც ქონების სააგენტოს წერილშია აღნიშნული, ბიზნესმენს ინვესტირების ვადა 12 მაისს ეწურება.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ სრულდება ინვესტორისგან ვალდებულებები და კერძოდ რა გაკეთდა. ამასთან, განმარტავენ, რომ ვალდებულებების შესრულების დადასტურება შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მოხდება, რომელიც კომპანიამ სააგენტოში უნდა წარადგინოს.
“სააგენტოსა და შპს GLOBAL VICTORY TRUST-ს შორის 2022 წლის 10 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ან მის ნაწილზე მუზეუმ(ებ)ის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება (საჭიროების შემთხვევაში) და მუზეუმ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება და ამ მიზნით არანაკლებ 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორცილება 12.05.2025 წლისა (უქმე დღეების გათვალისწინებით). ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში, შექმნილი მუზეუმ(ებ)ისა და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/ დარბაზ(ებ)ისათვის პროფილის შენარჩუნება.
იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულების ვადა არ დამდგარა, მიმდინარე ეტაპზე კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არ ეკისრება. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურება განხორციელდება შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც კომპანიამ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს თითოეული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარულ დღეში”,- განმარტეს bm.ge-სთან ქონების ეროვნულ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოერთვა კურორტი ახტალა. ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, მას ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow