“დაზიანებული სკამები გადავყარეთ, შსს–ს ფოტო არ გადაუღია” – რის გამო უშვებენ 8 ადამიანს ციხეში?
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს. სასამართლოს ამ წუთებში ჩვენებას მერიის თანამშრომელი, მიხეილ ლეჟავა აძლევს, რომელსაც გამოძიებამ დაზარალებულუის სტატუსი იმის გამო მიანიჭა, რომ აქციაზე არსებული სკამები და ინვენტარი დაზიანდა. სწორედ ლეჟავაა ის […]


თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ტელეკამერების გარეშე მიმდინარეობს.
სასამართლოს ამ წუთებში ჩვენებას მერიის თანამშრომელი, მიხეილ ლეჟავა აძლევს, რომელსაც გამოძიებამ დაზარალებულუის სტატუსი იმის გამო მიანიჭა, რომ აქციაზე არსებული სკამები და ინვენტარი დაზიანდა.
სწორედ ლეჟავაა ის პირი, რომელმაც აქციის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის აღწერა გააკეთა.
მოწმე: ქუჩების მიხედვით არ ვიცი, სად, რომელ დღეს, რამდენი სკამი და როდის დაზიანდა. ადვოკატი: თქვენი თვალით დაზიანებას არ შესწრებიხართ ხომ? მოწმე: არა. ადვოკატი: რამდენი სკამი იყო? მოწმე: არ ვიცი, ჩამონაწერია მაგისი. ადვოკატი: პროკურორებმა ეგ ჩამონაწერი ამოიღეს? მოწმე: არა ადვოკატი: გამომძიებლებმა კითხვაც არ დაგისვეს? მოწმე: არა. ადვოკატი: დაზიანებული სკამები აჩვენეთ? მოწმე: არა, არ მოუთხოვიათ. ადვოკატი: ფოტოები გადაუღეს? მოწმე: არა, არ გადაუღეს ადვოკატი: სად არის დაზიანებული ნივთმტკიცებები მოწმე: გადავყვარეთ ადვოკატი: რა ქენით? მოწმე: გადავყარეთ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
What's Your Reaction?






