,, დათა ახალაიას სპეცრაზმს სპეციალური „შიპებიანი” ხელთათმანები ეცვათ, სახე გაგლეჯილი მქონდა… მთლიანად სისხლში ვიყავი” – ნონა გაფრინდაშვილის შვილი
ნონა გაფრინდაშვილის შვილმა, დავით ჭიჭინაძემ, რომელიც 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულია, თეა წულუკიანის კომისიაზე განაცხადა: „როცა 26 მაისის სასამართლოზე გახლდით დაზარალებულის სტატუსით, ერთ-ერთი ბრალდებული წამოხტა, გეგონება არაფერი დაუშავებიათ და ეუბნება მოსამართლეს, ასე დეტალებში როგორ ახსოვს, ეს დადგმულიაო. მე ვუთხარი, ჯერ დაჯექი შენს ადგილას, რა გაძლევს უფლებას, რომ ასეთი რამ თქვა, ამდენი წელი გავიდა, დილით რომ […] The post ,, დათა ახალაიას სპეცრაზმს სპეციალური „შიპებიანი” ხელთათმანები ეცვათ, სახე გაგლეჯილი მქონდა… მთლიანად სისხლში ვიყავი” – ნონა გაფრინდაშვილის შვილი appeared first on .

ნონა გაფრინდაშვილის შვილმა, დავით ჭიჭინაძემ, რომელიც 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულია, თეა წულუკიანის კომისიაზე განაცხადა:
„როცა 26 მაისის სასამართლოზე გახლდით დაზარალებულის სტატუსით, ერთ-ერთი ბრალდებული წამოხტა, გეგონება არაფერი დაუშავებიათ და ეუბნება მოსამართლეს, ასე დეტალებში როგორ ახსოვს, ეს დადგმულიაო. მე ვუთხარი, ჯერ დაჯექი შენს ადგილას, რა გაძლევს უფლებას, რომ ასეთი რამ თქვა, ამდენი წელი გავიდა, დილით რომ ვდგები, ყოველ დილით ჩემს ნაიარევს ვუყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახლდით პარლამენტის წინ, ტროტუარზე, ჩემი ცოლის ძმა, თემურ ლოგუა იდგა შუაში. ეს იყო დედაჩემის [ნონა გაფრინდაშვილის] და ჩვენი, ოჯახის წევრების სურვილიც, რომ ვყოფილიყავით ხალხში და არა სადღაც სცენაზე, იმიტომ, რომ თუ მოხდებოდა უბედურება, პირველი დარტყმა ხალხთან ერთად ჩვენც მიგვეღო.
ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ უკვე ცუდად ვხედავდით, ცუდად ვსუნთქავდით და ამ დროს მახსოვს, მომხვდა კონდახი, როდესაც ჩემს წინ ქალბატონი მირბოდა, ხელის გადაფარება მოვინდომე, ყველაფერი ინტუიციურად ხდებოდა იმ მომენტში, წამებში. მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა და ხელბორკილები რომ დამადეს, იმის მერე, სანამ მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, 6-ჯერ დამაწვინეს გზაში და 6-ჯერ გამლახეს – მარტო მე არა, იქ დაყრილები, ყველანი.
ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე, კადრებშიც ჩანს. მინდა, ახალგაზრდა თაობამ მოუსმინოს ამას კარგად. მათ ცეკვა და „ბატლები“ ძალიან გათავისებული აქვთ, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთი-ორი სპეცრაზმელი შემოირბენდა ამ დაყრილების ჯგუფში, ან კონდახით, ან ხელკეტით რამდენიმეს დაარტყამდა თავში და სახის არეში, რომ თავიანთი ხელმძღვანელობის ყურადღება მიექცია, ანუ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თავი უნდა მოეწონებინათ, კარგი პრემია რომ მიეღოთ. ამას მერე მივხვდით, იმიტომ, რომ საკვირველი იყო: რამდენიმე შემოირბენდა, დაუვლიდა ვისაც გადასწვდებოდა კონდახით ან ხელკეტით, ორი წუთით გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 20-30 მეტრით, დაგვყრიდნენ ისევ, მერე მეორე შემადგენლობა შემოირბენდა, ჩაგვარტყამდნენ და ასე დაახლოებით 6-ჯერ [მოხდა]. იმ სიტყვებს და მუქარებს აღარ ვიტყვი, რასაც ამბობდნენ, „რუსის მონებო“ და ა.შ..
იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური „შიპებიანი” ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა…
ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი, ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, რიგები იდგა ავტობუსის პოლიციის სამმართველოსთან – ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით კიდევ რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს და 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს – კეფაში, თავში, სახეში მხრებში”
The post ,, დათა ახალაიას სპეცრაზმს სპეციალური „შიპებიანი” ხელთათმანები ეცვათ, სახე გაგლეჯილი მქონდა… მთლიანად სისხლში ვიყავი” – ნონა გაფრინდაშვილის შვილი appeared first on .
What's Your Reaction?






