"დაკარგული პრინცი ჩვენს წინააღმდეგ" - რას წერენ რეალის ფანები დიდი მატჩის წინ
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2-ფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს

გთავაზობთ რეალის გულშემატკივრების კომენტარებს, რომლებსაც ისინი კვარას შესახებ წერენ:
"რომ შემეძლოს, ახლავე ჩავაცვემდი კვარას თეთრ მაისურს, ვინისიუსს კი საფრანგეთში გავუშვებდი"
"დაკარგული პრინცი ჩვენს წინააღმდეგ, იქნებ მომავალში მაინც გადმოვიყვანოთ"
"ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის ყიდვასაც ბოლო 2 წელია ვითხოვ"
"ტრენტს კვარასთან რეალური გამოცდა ელის"
"პარი სენ-ჟერმენის მაისურით იქნება, მაგრამ კვარას მაინც დიდი სიამოვნებით დავაკვირდები", - წერენ რეალის გულშემატკივრები.
What's Your Reaction?






