დეტალები შეთანხმებულია! - საბა გოგლიჩიძე კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს

დეტალები შეთანხმებულია! - საბა გოგლიჩიძე კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს

აგვ. 3, 2025 - 06:57
 0
დეტალები შეთანხმებულია! - საბა გოგლიჩიძე კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს
საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიურ "უდინეზეში“ გააგრძელებს — ინფორმაცია უკვე დაადასტურა ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ.

გოგლიჩიძის ტრანსფერის სანაცვლოდ "ემპოლი" 4 მილიონ ევროს მიიღებს, თავად ფეხბურთელი კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც ძალაში 2030 წლამდე იქნება.

ცენტრალური მცველი იტალიურ ფეხბურთს წელსვე შეეჩვია — 2024 წლის იანვარში ქუთაისის "ტორპედოდან“ „ემპოლიში“ გადავიდა და მალევე ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

მისი პროგრესი შესამჩნევი იყო როგორც სათამაშო დროით, ისე გავლენით მოედანზე. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი მცველის საბაზრო ღირებულება უკვე 8 მილიონ ევროს აღწევს.

გოგლიჩიძის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენდნენ — მათ შორის სახელდებოდნენ "სასუოლო" და "კალიარი“, თუმცა საბოლოოდ არჩევანი „უდინეზეზე“ გაკეთდა, რომელიც სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კლუბია.

შეგახსენებთ, რომ "უდინეზემ“ გასულ სეზონში სერია A-ს ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა, გუნდი კი ამჟამად გერმანელ სპეციალისტ კოსტა რუნიაიჩს ჩააბარეს, რომელიც 2024 წლიდან უდინელთა მთავარი მწვრთნელია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow