,, დიაგნოზია ეს ამბავი. ერთდროულად უნამუსობის და სიდებილის დიაგნოზი” – ზურაბ ფარჯიანი

სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ფარჯიანი: ,,ამერიკაში მყოფმა მეგობარმა მომიყვა. დიაგნოზია ეს ამბავი. ერთდროულად უნამუსობის და სიდებილის დიაგნოზი. მოკლედ, ეს ჩემი მეგობარი იყო ამერიკის ერთ ქალაქში იქაური ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის წვეულებაზე. სუფრაზე ჩვენებურად. – მეთქი პოლიტიკაზე საერთოდ იყო რამე საუბარი? -არაო, ორგანიზატორმა მითხრა. პოლიტიკა აფუჭებს ყველაფერს, განსაკუთრებით ურთიერთობებსო და ამიტომ არ ვიკარებთო. ამ ამბის […]

ივნ. 18, 2025 - 16:57
 0
,, დიაგნოზია ეს ამბავი. ერთდროულად უნამუსობის და სიდებილის დიაგნოზი” – ზურაბ ფარჯიანი

სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ ფარჯიანი:
,,ამერიკაში მყოფმა მეგობარმა მომიყვა.
დიაგნოზია ეს ამბავი. ერთდროულად უნამუსობის და სიდებილის დიაგნოზი.
მოკლედ, ეს ჩემი მეგობარი იყო ამერიკის ერთ ქალაქში იქაური ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის წვეულებაზე. სუფრაზე ჩვენებურად.
– მეთქი პოლიტიკაზე საერთოდ იყო რამე საუბარი?
-არაო, ორგანიზატორმა მითხრა. პოლიტიკა აფუჭებს ყველაფერს, განსაკუთრებით ურთიერთობებსო და ამიტომ არ ვიკარებთო.
ამ ამბის მუღამი? – ეს ორგანიზატორი თავად პოლიტიკურითაა ამერიკაში ჩაბარებული
გულთგონთხართა? პოლიტიკა კი არ აფუჭებს ურთიერთობებს, კაციშვილი რომ “არ ერევით” პოლიტიკაში, სანამ თავად პოლიტიკა არ შემოალაჯებს თქვენს ცხოვრებაში, ეგ აფუჭებს ყველაფერს. მაგიტომ ხართ ზოგი სად და ზოგი სად. 2+2 რამდენია რომ გეკითხებიან და “მე მათემატიკოსი კი არ ვარ, აბა საიდან უნდა ვიცოდე?!” რომ პასუხობთ”

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow