დიდი ალბათობით, ჩირო იმობილე კვლავ სერია A-ში ითამაშებს
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჩირო იმობილე შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს — მოლაპარაკებები ფეხბურთელსა და „ბოლონიას“ შორის...

35 წლის ვეტერანი თავდამსხმელი, რომელმაც ბოლო სეზონი თურქულ „ბეშიქთაშში“ გაატარა, იტალიაში დაბრუნებას ისახავს მიზნად. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
იმობილემ „ბეშიქთაშის“ ფორმით 41 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა, თუმცა მისი ყველაზე წარმატებული პერიოდი „ლაციოს“ უკავშირდება, სადაც 207 გოლი გაიტანა 340 მატჩში. კარიერის განმავლობაში ის სხვა ცნობილ კლუბებშიც თამაშობდა, მათ შორის „იუვენტუსში“, „ტორინოში“, „დორტმუნდში“ და „სევილიაში“.
What's Your Reaction?






