დიდი სიურპრიზი! ვერც კი იცნობთ: ბელა ჰადიდის დაუვიწყარი გამოჩენა ახალი იმიჯით კანის კინოფესტივალზე – Marao
13-დან 24 მაისის ჩათვლით კინოსამყაროს ცენტრში საფრანგეთში ინაცვლებს – კანის კინოფესტივალი მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს და კინომანებს სიურპრიზებს ჰპირდება. ფესტივალის ოფიციალურ ნაწილამზე, ჩვენი ყურადღება სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა მიიპყრო – მისი შთამბეჭდავი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულად ახალმა იმიჯმაც აქცია – მოდელი აქამდე მუქი ფერის თმას ატარებდა, ახლა კი სტილი რადიკალურად შიეცვალა და გულშემატკივრების აღფრთოვანებაც გამოიწვია. მის შესახებ […]

13-დან 24 მაისის ჩათვლით კინოსამყაროს ცენტრში საფრანგეთში ინაცვლებს – კანის კინოფესტივალი მსოფლიო ვარსკვლავებს მასპინძლობს და კინომანებს სიურპრიზებს ჰპირდება.
ფესტივალის ოფიციალურ ნაწილამზე, ჩვენი ყურადღება სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა მიიპყრო – მისი შთამბეჭდავი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულად ახალმა იმიჯმაც აქცია – მოდელი აქამდე მუქი ფერის თმას ატარებდა, ახლა კი სტილი რადიკალურად შიეცვალა და გულშემატკივრების აღფრთოვანებაც გამოიწვია. მის შესახებ ფრანგულმა Vogue-მაც დაწერა.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში.
პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.
ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ფესტივალი გაიხსნა ფრანგი რეჟისორის, ამელი ბონინის კომედიით “Partir un jour”, ხოლო ჟიურის თავმჯდომარე გახდა ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშე. მთავარ კონკურსში მონაწილეობს 22 ფილმი, მათ შორის ვეს ანდერსონის, რიჩარდ ლინკლეიტერისა და ჯაფარ პანაჰის ნამუშევრები.
ესპანური კინოსთვის ეს წელი განსაკუთრებულია, რადგან ორი რეჟისორი, ოლივერ ლაქსი და კარლა სიმონი, მონაწილეობენ მთავარ კონკურსში ფილმებით “Sirat” და “Romería”.
ფესტივალი წელს აღნიშნავს ჩარლი ჩაპლინის “The Gold Rush”-ის 100 წლის იუბილეს, რომელიც გახსნის კლასიკური ფილმების სექციას. ფესტივალი იწყება უკრაინისადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამით, რომელიც მოიცავს დოკუმენტურ ფილმებს “Zelensky”, “Notre Guerre” და “2000 Meters to Andriivka”.
იზაბელა ხაირ ჰადიდი 1996 წლის 9 ოქტომბერს, ვაშინგტონში, ყოფილი მოდელისა და რეალითი ტელევარსკვლავის იოლანდა ჰადიდისა და უძრავი ქონების დეველოპერი მოჰამედ ჰადიდის ოჯახში დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვობაში ბელა ცხენოსნობით იყო გატაცებული და 2016 წლის აშშ-ს ოლიმპიადის გუნდში გაწევრიანებაც სურდა. 2013 წელს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და ამ ოცნებაზე უარის თქმა მოუწია.
დაბალი თვითშეფასების მქონე ბელამ 15 წლის ასაკში პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტოლოგიის სამყარო აღმოაჩინა. მართალია, ღიად არასდროს უსაუბრია ქირურგიულ ჩარევებზე, მაგრამ ნებისმიერი სპეციალისტი დაგიდასტურებთ, რომ მისი გარეგნობა მთლიანად გენეტიკის დამსახურება ნამდვილად არ არის.
მოჰამედ ანვარ ჰადიდი 1948 წელს ისრაელში დაიბადა, თუმცა ბავშვობაში, 8 და-ძმასთან ერთად ომის დროს სამშობლო დატოვა. ჰადიდები ჯერ ტუნისსა და საბერძნეთში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი აშშ-ში დასახლდნენ…წაიკითხეთ
What's Your Reaction?






