დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ურთიერთობებში - თამარ ტალიაშვილი

რწმუნებათა სიგელებთან ერთად, დონალდ ტრამპს გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც გვაქვს აშშ-ის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა. ტალიაშვილის თქმით, ტრამპთან შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა. „მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გადამეცა რწმუნებათა სიგელები. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე, კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს. მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო, რათა ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი, მტკიცე“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ივლ. 26, 2025 - 10:27
 0
დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ურთიერთობებში - თამარ ტალიაშვილი

რწმუნებათა სიგელებთან ერთად, დონალდ ტრამპს გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც გვაქვს აშშ-ის მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ტალიაშვილის თქმით, ტრამპთან შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა.

„მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გადამეცა რწმუნებათა სიგელები. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე, კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს. მინდა, აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო, რათა ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი, მტკიცე“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow