დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 22 აპრილს, […] The post დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო appeared first on .

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. მათ საფლავზე პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, 22 აპრილს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და ასევე, 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე აღინიშნება.
25 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული.
The post დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო appeared first on .
What's Your Reaction?






