“დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია” – ელენე ხოშტარია

სააგენტო "პარალელი" “დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია” – ელენე ხოშტარია “კოალიცია ცვლილებებისთვის” და პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავების ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს: ,,დღეს გიორგი არის საამაყო, დღეს გიორგი არის ღირსეული და დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია. ჩვენ ბევრი კამათი გვინახავს ოპოზიციაში, ბევრი […] “დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია” – ელენე ხოშტარია მარიამ ხაჩირაშვილი

ივნ. 25, 2025 - 05:27
 0
“დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია” – ელენე ხოშტარია

სააგენტო "პარალელი"
“დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავების ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს:

,,დღეს გიორგი არის საამაყო, დღეს გიორგი არის ღირსეული და დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია.

ჩვენ ბევრი კამათი გვინახავს ოპოზიციაში, ბევრი შეფასება, კრიტიკა ოპოზიციის მიმართ, მაგრამ დღეს არის ფაქტი. ოპოზიციონერები, პროდასავლური ოპოზიცია საქართველოს იბრძვის, მათ შორის, საკუთარი თავისუფლების ხარჯზე და ამის მაგალითია დღეს გიორგი, ამის მაგალითია ყველა ვინც ახლა ციხეშია და ეს ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, არ გვეშინია და ასე დამარცხდება სისტემა.

ამიტომ გავერთიანდეთ და მე გიორგის მინდა პირობა დავუდო, როგორც ყველა ჩვენ სხვა პატიმარს, ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის, რომ ერთიანად დავამარცხოთ ეს სისტემა.

არანაირი ადგილი დღეს ჩვენი შიდა პოლიტიკური კინკლაობისთვის არ არსებობს! ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებს გიორგი, იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი, მამუკა ახლა უკვე გიორგიც და რაც მთავარია იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ამას ვიზამთ აუცილებლად“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“დღეს გიორგის კი არ იჭერენ, დღეს გიორგი ამარცხებს ოლიგარქიას თავისი კონკრეტული მოქმედებით, უშიშრობით, პრინციპულობით – ასე მარცხდება ოლიგარქია” – ელენე ხოშტარია
მარიამ ხაჩირაშვილი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow