ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე,  ბრიუსელში. „საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და  შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს. „საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს“- განაცხადა კაია კალასმა მინისტერილია დაწყებამდე.  

ივლ. 15, 2025 - 15:27
 0
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე,  ბრიუსელში. „საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და  შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს. „საქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს“- განაცხადა კაია კალასმა მინისტერილია დაწყებამდე.  

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow