ევროპის ჩემპიონატზე დღეიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ

დღეიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. ხალიჩაზე პირველ დღეს 55, 63, 77, 87, და 130 კგ წონითი კატეგორიების ფალავნები იჭიდავებენ: 55 კგ – ვახტანგ ლოლუა; 63 კგ – ბექა გურული; 77 კგ – რამაზ ზოიძე; 87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე; 130 კგ – სულხან ბუიძე. ​შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

აპრ. 11, 2025 - 12:27
 0
ევროპის ჩემპიონატზე დღეიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ

დღეიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ხალიჩაზე პირველ დღეს 55, 63, 77, 87, და 130 კგ წონითი კატეგორიების ფალავნები იჭიდავებენ:

  • 55 კგ – ვახტანგ ლოლუა;
  • 63 კგ – ბექა გურული;
  • 77 კგ – რამაზ ზოიძე;
  • 87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე;
  • 130 კგ – სულხან ბუიძე.

​შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow