ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო – “არ მოვიცვლი აქედან ფეხს”

სამოქალაქო აქტივისტი, გელა ხასაია, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ინფორმაციას, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. მე რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის. ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლას არ ჰქვია პატარა პარტიებთან და “ოცნებასთან” ბრძოლა. ეს არის რუსებთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში გავიარეთ ბევრი ეტაპი, როდესაც […] The post ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო – “არ მოვიცვლი აქედან ფეხს” appeared first on .

ივნ. 28, 2025 - 00:57
 0
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო – “არ მოვიცვლი აქედან ფეხს”

სამოქალაქო აქტივისტი, გელა ხასაია, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ინფორმაციას, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო.

მე რუსთაველზე გადავწყვიტე მოსვლა, რადგან ეს არის ადგილი, სადაც იმართება მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის. ეს ბრძოლა არის რუსეთთან ბრძოლა. ამ ბრძოლას არ ჰქვია პატარა პარტიებთან და “ოცნებასთან” ბრძოლა. ეს არის რუსებთან ბრძოლა. ამ ბრძოლაში გავიარეთ ბევრი ეტაპი, როდესაც ვამაყობდით, რომ 300 ათასი ადამიანი ვიდექით გარეთ, გავიარეთ ეტაპი, როდესაც იჭერენ პოლიტიკოსებს, როდესაც ჩვენს პოლიტპატიმრებს დედები-მამები უკვდებიან და არიან ციხეში. ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა, პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა, გამოვაცხადო ახალი ფორმა ჩემი ბრძოლის. ეს ფორმა არ არის ან ემოციური, ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. 

მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის, თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლება და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”.

მეორე განაცხადი არის ხალხისთვის – რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვერავის ვასწავლი ჭკუას, როდის გამოვიდეს ქუჩაში. მე ვერავის მოვუწოდებ, იშიმშილოს, ციხეში ჩაჯდეს. მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ, თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებებისთვის სამი ლიდერი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე დაკავებულები არიან.

 

The post ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო – “არ მოვიცვლი აქედან ფეხს” appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow