ელენე ხოშტარია: თიკა რუხაძე პოლიტიკურ საფლავს თავისი ხელით ითხრის

“თიკა რუხაძე პოლიტიკურ საფლავს თავისი ხელით ითხრის” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას. მისივე შეფასებით, დავით დოიაშვილი, რომელმაც სამოქალაქო გმირობის მაგალითი აჩვენა,  საქართველოს ისტორიას საამაყო ადამიანად დაამახსოვრდება. ამ თეატრმა, დოიმ უშუალოდ და დასმა წარმოუდგენელი სამოქალაქო გმირობის მაგალითი დადო, როდესაც პრაქტიკულად ანახა, რომ არანაირი რეპრესიის […]

აპრ. 16, 2025 - 23:27
 0
ელენე ხოშტარია: თიკა რუხაძე პოლიტიკურ საფლავს თავისი ხელით ითხრის

“თიკა რუხაძე პოლიტიკურ საფლავს თავისი ხელით ითხრის” – ასე ეხმაურება კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას.

მისივე შეფასებით, დავით დოიაშვილი, რომელმაც სამოქალაქო გმირობის მაგალითი აჩვენა,  საქართველოს ისტორიას საამაყო ადამიანად დაამახსოვრდება.

ამ თეატრმა, დოიმ უშუალოდ და დასმა წარმოუდგენელი სამოქალაქო გმირობის მაგალითი დადო, როდესაც პრაქტიკულად ანახა, რომ არანაირი რეპრესიის შიში ვერ გააჩერებს ღირსების ბრძოლას, წინააღმდეგობას. როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, მათ ძალიან პრინციპული, ძალიან შთამბეჭდავი კამპანია წამოიწყეს და ეს გადამდებია. ამან ძალიან დიდი მუხტი მოიტანა ამ ბრძოლაში და მე მგონია, რომ დოი ისტორიაში ეწერება, როგორც საქართველოს საამაყო ადამიანი. ამ თეატრში მოსასვლელად თვეები სჭირდებოდა ბილეთის ყიდვას და თიკა რუხაძე ძალიან მეცოდება იმიტომ, რომ თავისი ხელით ითხრის პოლიტიკურ საფლავს”, – ამბობს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow