ერ-რიადში ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთში სირიის პრეზიდენტს შეხვდა მას შემდეგ, რაც სირიისთვის ყველა სანქციის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო  და განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამასკოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობს. შეხვედრას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი ესწრებოდა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ჩაერთო. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა: ისრაელთან აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს; ყველა უცხოელ ტერორისტს უთხრას, რომ სირია დატოვონ; გააძევოს პალესტინელი ტერორისტები; დაეხმაროს აშშ-ს, რომ ისლამური სახელმწიფოს აღდგენა არ დაუშვას და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მისი დაკავების ცენტრებზე პასუხისმგებლობა აიღოს. თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარამ ამერიკული კომპანიები სირიაში ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ინვესტიციების ჩასადებად მიიწვია.

მაი. 14, 2025 - 17:27
 0
ერ-რიადში ტრამპი სირიის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთში სირიის პრეზიდენტს შეხვდა მას შემდეგ, რაც სირიისთვის ყველა სანქციის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო  და განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამასკოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობს. შეხვედრას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი ესწრებოდა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტელეფონით ჩაერთო.

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს მოუწოდა: ისრაელთან აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს; ყველა უცხოელ ტერორისტს უთხრას, რომ სირია დატოვონ; გააძევოს პალესტინელი ტერორისტები; დაეხმაროს აშშ-ს, რომ ისლამური სახელმწიფოს აღდგენა არ დაუშვას და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მისი დაკავების ცენტრებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარამ ამერიკული კომპანიები სირიაში ნავთობისა და გაზის მრეწველობაში ინვესტიციების ჩასადებად მიიწვია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow