“ეს ჟესტია ტრამპისთვის” – ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელ მძევალს, ედან ალექსანდერს გაათავისუფლებენ, რომელიც ღაზის სექტორში ტყვეობაში 550 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. წყაროების თქმით, ალექსანდერის გათავისუფლება ჰამასის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ჟესტად მიიჩნევა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს იწყებს. ცნობისთვის, ალექსანდერი ერთადერთი  ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ცოცხალია. სულ 59 მძევალი ჰყავდა ჰამასს და მხოლოდ 24 მათგანია ამ ეტაპზე […] The post “ეს ჟესტია ტრამპისთვის” – ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს appeared first on .

მაი. 12, 2025 - 05:57
 0
“ეს ჟესტია ტრამპისთვის” – ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისრაელელ-ამერიკელ მძევალს, ედან ალექსანდერს გაათავისუფლებენ, რომელიც ღაზის სექტორში ტყვეობაში 550 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

წყაროების თქმით, ალექსანდერის გათავისუფლება ჰამასის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ჟესტად მიიჩნევა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს იწყებს.

ცნობისთვის, ალექსანდერი ერთადერთი  ამერიკის მოქალაქეა, რომელიც ცოცხალია. სულ 59 მძევალი ჰყავდა ჰამასს და მხოლოდ 24 მათგანია ამ ეტაპზე ცოცხალი.

Reuters-ის ცნობით, ღაზაში ჰამასის მეთაურმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ ალექსანდერის გამოშვებაში მონაწილეობას ერთობლივად კატარი, ეგვიპტე და თურქეთი იღებდნენ.

მანამდე, Reuters წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეშვების თაობაზე აშშ-ს ტრამპის ადმინისტრაციასა და ჰამასს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

The post “ეს ჟესტია ტრამპისთვის” – ჰამასი ისრაელელ-ამერიკელ მძევალს გაათავისუფლებს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow