“ეძინა თურმე და ეტყობა ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა" - გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ფეხბურთელის მიხეილ აშვეთიას შვილია

ქუ­თა­ის­ში, თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, 22 წლის მიშო აშ­ვე­თი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, როცა სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, ახალ­გაზ­რდას ეძი­ნა და მან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ასე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვას ყვე­ლა გა­ნიც­დის. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით."სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი მიშო აშ­ვე­თია. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის და­ჯე­რე­ბა და რა­ი­მე სი­ტყვე­ბის პოვ­ნა. ვუ­თა­ნაგ­რძნობთ ამ დიდ ტკი­ვილს, ჩვე­ნი გუნ­დის და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას, მის ოჯახს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვის­თვი­საც მიშო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ძმაო… გვიყ­ვარ­ხარ და არას­დროს და­გი­ვი­წყებთ.” – წერს "ტორ­პე­დოს" ფანკლუ­ბი "ჯუნ­გლე­ბი".ტრაგედიის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო ბრიგადები, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა."წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა, ეს ამბავი რომ გავიგე, გავიყინე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. სრული შოკია ამის დაჯერება. საყვარელი, თბილი, უბოროტო, კეთილი მიშო აღარ არის ცოცხალი. სულ გაღიმებული სახით მოგესალმებოდა რომ დაგინახავდა. ძალიან თბილი და საყვარელი ბიჭი იყო, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე დღეს, არ ვიცი როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. ამ ამბავმა დღეს გამანადგურა. როგორ უნდა მივიდე სამძიმარზე, რა უნდა ვუთხრა მის კარგ დედას, სოფოს. ეს არ უნდა მომხდარიყო. მიშოს ეძინა თურმე და ეტყობა ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა. ასე ჩაიწვა სახლში ახალგაზრდა ბიჭი. უფალო ნათელში ამყოფე ახალგაზრდა, უბოროტო ბიჭი და გაძლება მიეცი მის მშობლებს. ვერ ვლაპარაკობ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.”- ამბობს ახლობელი.წყარო: kvirispalitra.ge

ივნ. 13, 2025 - 14:57
 0
“ეძინა თურმე და ეტყობა ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა" - გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ფეხბურთელის მიხეილ აშვეთიას შვილია
ქუ­თა­ის­ში, თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, 22 წლის მიშო აშ­ვე­თი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, როცა სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, ახალ­გაზ­რდას ეძი­ნა და მან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ასე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვას ყვე­ლა გა­ნიც­დის. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით.

"სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი მიშო აშ­ვე­თია. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის და­ჯე­რე­ბა და რა­ი­მე სი­ტყვე­ბის პოვ­ნა. ვუ­თა­ნაგ­რძნობთ ამ დიდ ტკი­ვილს, ჩვე­ნი გუნ­დის და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დას მი­ხე­ილ აშ­ვე­თი­ას, მის ოჯახს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვის­თვი­საც მიშო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ძმაო… გვიყ­ვარ­ხარ და არას­დროს და­გი­ვი­წყებთ.” – წერს "ტორ­პე­დოს" ფანკლუ­ბი "ჯუნ­გლე­ბი".

ტრაგედიის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო ბრიგადები, მაგრამ სამწუხაროდ ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა, ეს ამბავი რომ გავიგე, გავიყინე, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. სრული შოკია ამის დაჯერება. საყვარელი, თბილი, უბოროტო, კეთილი მიშო აღარ არის ცოცხალი. სულ გაღიმებული სახით მოგესალმებოდა რომ დაგინახავდა. ძალიან თბილი და საყვარელი ბიჭი იყო, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე დღეს, არ ვიცი როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. ამ ამბავმა დღეს გამანადგურა. როგორ უნდა მივიდე სამძიმარზე, რა უნდა ვუთხრა მის კარგ დედას, სოფოს. ეს არ უნდა მომხდარიყო. მიშოს ეძინა თურმე და ეტყობა ვერ გაიგო ხანძრის გაჩენა. ასე ჩაიწვა სახლში ახალგაზრდა ბიჭი. უფალო ნათელში ამყოფე ახალგაზრდა, უბოროტო ბიჭი და გაძლება მიეცი მის მშობლებს. ვერ ვლაპარაკობ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.”- ამბობს ახლობელი.

წყარო: kvirispalitra.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow