,,ვერც ქოცებთან მოიგებ და ვერც ვერავისთან დედამიწის ზურგზე, თუ არჩევნების ჩამტარებელი თვითონ გიწერს შედეგებს” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ,,ფორმულას” ეთერში აცხადებს: ,,ვერც ქოცებთან მოიგებ და ვერც ვერავისთან დედამიწის ზურგზე, თუ არჩევნების ჩამტარებელი თვითონ გიწერს შედეგებს, ვერ მოიგებ. 7 თვის წინ გავიგეთ ბოლოჯერ, რომ ეს გამორიცხულია. მოდი კიდევ ერთხელ შევიდეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ბიძინა აყალბებს არჩევნებს, მინიმუმ გასაკვირია ეს ტექსტი და სასაცილოც არის, ნუ დასაცინი არა. ჩვენ სტატისტები […] The post ,,ვერც ქოცებთან მოიგებ და ვერც ვერავისთან დედამიწის ზურგზე, თუ არჩევნების ჩამტარებელი თვითონ გიწერს შედეგებს” – ნიკა გვარამია appeared first on .

ივნ. 7, 2025 - 00:57
 0
,,ვერც ქოცებთან მოიგებ და ვერც ვერავისთან დედამიწის ზურგზე, თუ არჩევნების ჩამტარებელი თვითონ გიწერს შედეგებს” – ნიკა გვარამია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ,,ფორმულას” ეთერში აცხადებს:

,,ვერც ქოცებთან მოიგებ და ვერც ვერავისთან დედამიწის ზურგზე, თუ არჩევნების ჩამტარებელი თვითონ გიწერს შედეგებს, ვერ მოიგებ. 7 თვის წინ გავიგეთ ბოლოჯერ, რომ ეს გამორიცხულია. მოდი კიდევ ერთხელ შევიდეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ბიძინა აყალბებს არჩევნებს, მინიმუმ გასაკვირია ეს ტექსტი და სასაცილოც არის, ნუ დასაცინი არა. ჩვენ სტატისტები ვართ, რომლებიც პერიოდულად შევალთ ხოლმე არჩევნებში, იმიტომ რომ მსოფლიოს დავუმტკიცოთ ბიძინა როგორი ცუდია? ეს ქრონიკული ლუზერობაა. მინდა ვაიძულო ხელისუფლებას ჩაატაროს ის არჩევნები იმგვარად, რომელიც მე კი არ მინდა, ამ ქვეყანას სჭირდება და უნდა. ეს ორივე მოცემულობა სახეზე გვაქვს…

თბილისის წართმევაზე იმედია სერიოზულად არ ვსაუბრობთ და დისკუსიაში, როგორც არგუმენტს ვიყენებთ, ალბათ. ვვარაუდობ. იმიტომ რომ არ მგონია, რომ ამაზე სერიოზულად ვსაუბრობდეთ… ხმათა ბალანსი კი არა, ხმათა დამკვრელების ბალანსია – იმ თავითვე რომ გამორიცხავს გამარჯვებას. ქოცები ითვლიან ხმებს, თან ქოცები ხმებს რომ ითვლიან, ჯერ აქ აყალბებენ და მერე, რო რამე იყოს, იქაც დახვდებიან და იქაც დაითვლიან როგორც უნდათ. ეს მომხდარა, ხომ არ ვმკითხაობთ. ეს მუცლით მეზღაპრეობა ხომ არ არის, განსხვავებით იმისგან, რომ თბილისს წავართმევთ ქოცებს – მუცლით მეზღაპრეობაა, ეს მკითხაობაა“

,, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” – მამუკა ხაზარაძე

The post ,,ვერც ქოცებთან მოიგებ და ვერც ვერავისთან დედამიწის ზურგზე, თუ არჩევნების ჩამტარებელი თვითონ გიწერს შედეგებს” – ნიკა გვარამია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow