“ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი" “ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!” – გიორგი ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში შექმნილ რეალობას ემოციური შეფასებებით და კონკრეტული პოლიტიკური პოზიციით ეხმაურება: “თუ ერს მოჰპარე იდეა — მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს — ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს! ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის — ეს არის იარაღი. […] “ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!” – გიორგი ვაშაძე პარალელი

აპრ. 13, 2025 - 16:27
 0
“ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი"
“ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში შექმნილ რეალობას ემოციური შეფასებებით და კონკრეტული პოლიტიკური პოზიციით ეხმაურება:

თუ ერს მოჰპარე იდეა — მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს — ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს!

ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის — ეს არის იარაღი. იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს:
• გმირობა გადაიქცეს სისულელედ,
• მორჩილება – სიბრძნედ.

ეს რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: „შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ‘სიმართლე’, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს – და ბოლოს გაჩუმდეს“.

გიხლართავენ სინამდვილეს ისე, რომ ეჭვი შეგეპაროს შენს:
• გრძნობაში
• მეხსიერებაში
• სამშობლოში
• და თვით გმირშიც კი.

გწყვეტენ ყველა ღირებულებით საყრდენს რომ დარჩე დაბნეული, დათრგუნული, დემორალიზებული და მორჩილი. როგორ მუშაობს ეს? გეუბნებიან:
• ანწუხელიძე “უაზროდ გაწირეს”
• ცხრა აპრილი – “უაზრო მსხვერპლი”
• გმირობა – “პიარია”
• რუსეთისადმი დათმობა – “პრაგმატიზმია”
დღეს ევროპა “მტერია”, ხვალ — თვითონვე მიდიან ბრიუსელში “მშვიდობის საძიებლად”.

დიფსთეითი მარცხდება – დიფსთეითი იმარჯვებს შედეგი? ხალხი იბნევა. აღარ იცის, ვის დაუჯეროს. აღარც იცის, რისთვის იბრძოლოს, რა ქნას და ბოლოს – ჩუმდება. აი ეს არის მათი მიზანი.

რას ვპასუხობთ ჩვენ?
1. როცა გმირს გართმევენ — მეხსიერება უნდა დაიცვა.
2. როცა ტყუილს გვახვევენ — სიმართლე უნდა ილაპარაკო.
3. როცა ყველა ჩუმდება — შენი ხმა ყველაზე ძვირფასი ხდება.

ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. და ჩვენ ვეუბნებით: ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც — ჩვენია!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow