ვიდეო: "ასევე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, მორიგი სკანდალური განცხადება გაკეთდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაზარალებულმა ჯუმბერ ბუზალაძემ კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაეუფლნენ მაღალი თანამდებობის პირები მის კუთვნილ ავტომობილებს. ბუზალაძის თქმით, იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას მოეწონათ მისი ავტომანქანები, რომლებიც საბოლოოდ მათ მეუღლეებს - თაკო სალაყაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს გადაეცათ. აღნიშნულმა ამბავმა კომისიის წევრებისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა მხარეების მწვავე რეაქციები და ურთიერთბრალდებები.ნანუკა ჟორჟოლიანმა ამასთან დაკავშირებით ვიდეო ჩაწერა:"ნანულას მიმართვა ჯალათეას ასევე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.ეს მოპარული მანქანები იძებნებოდა ინტერპოლით. შევარდნაძის დროს, ამ მოთხოვნებზე რეაგირება არ ხდებოდა. ზიანდებოდა მოპარული მანქანის კოდი და იყიდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ, საქართველო იყო ტრანზიტი.რაზეც ინტერპოლს ჰქონდა მოთხოვნა ის მანქანები უბრუნდებოდა პატრონს, რაც არა, რჩებოდა სახწლმწიფო ბალანსზე როგორც ვამბობ ჩართვაში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ამასთან დაკავშირებით ვიდეო ჩაწერა:
"ნანულას მიმართვა ჯალათეას
ასევე, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ეს მოპარული მანქანები იძებნებოდა ინტერპოლით.
შევარდნაძის დროს, ამ მოთხოვნებზე რეაგირება არ ხდებოდა. ზიანდებოდა მოპარული მანქანის კოდი და იყიდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ, საქართველო იყო ტრანზიტი.
რაზეც ინტერპოლს ჰქონდა მოთხოვნა ის მანქანები უბრუნდებოდა პატრონს, რაც არა, რჩებოდა სახწლმწიფო ბალანსზე როგორც ვამბობ ჩართვაში" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და ვიდეომიმართვას ავრცელებს.
What's Your Reaction?






