ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?

ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის 5000-მდე ნი­მუ­ში, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კი და ა.შ. – ვის დარ­ჩე­ბა ზუ­რაბ წე­რეთ­ლის 2 მი­ლი­არ­დად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა? მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი 22 აპ­რილს, ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში მის გვერ­დით იყ­ვნენ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. სწო­რედ მათ მო­უ­წევთ ახლა მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ყო­ფა. წე­რე­თელს რე­ა­ლუ­რად რა ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა დარ­ჩა უც­ნო­ბია. ის 2010 წელს რუს […]

აპრ. 24, 2025 - 01:27
 0
ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?

ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის 5000-მდე ნი­მუ­ში, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კი და ა.შ. – ვის დარ­ჩე­ბა ზუ­რაბ წე­რეთ­ლის 2 მი­ლი­არ­დად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა?

მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი 22 აპ­რილს, ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში მის გვერ­დით იყ­ვნენ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. სწო­რედ მათ მო­უ­წევთ ახლა მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ყო­ფა.

წე­რე­თელს რე­ა­ლუ­რად რა ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა დარ­ჩა უც­ნო­ბია. ის 2010 წელს რუს მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში ორი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით მოხ­ვდა. თუმ­ცა თა­ვად ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­ნუ­მენ­ტა­ლის­ტმა უარ­ყო მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ეს ცნო­ბა და გა­მო­ცე­მას სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.

მოკ­ლედ, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­ხელ­ზე, დი­დძა­ლი ქო­ნე­ბა ირი­ცხე­ბო­და – ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, 57 ათა­სი მ² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის 5000 – მდე ნი­მუ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ ბოლო წლებ­ში მო­ქან­და­კე მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, 46 წლით უმ­ცროს ტა­ტი­ა­ნა კო­ჩე­მა­სო­ვას­თან ერ­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო, და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბელ ქორ­წი­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან წე­რე­თელს ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნა (და­ი­ბა­და 1959 წელს), რო­მელ­საც მა­მას­თან მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბო­და და მხარს უჭერ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას, წყვილ­მა ორი ქა­ლიშ­ვი­ლი – ლუდ­მი­ლა და ტა­ტი­ა­ნა იშ­ვი­ლეს.

წე­რეთ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მის ერთ ბი­ო­ლო­გი­ურ და ორ ნაშ­ვი­ლებ ქა­ლიშ­ვი­ლებს. ასე­ვე სამ შვი­ლიშ­ვილს, ოთხ შვილ­თაშ­ვილს და “სა­მო­ქა­ლა­ქო“ ცოლს.

ცნო­ბილ­მა მო­ქან­და­კემ, მხატ­ვარ­მა და არ­ქი­ტექ­ტორ­მა და­ტო­ვა არა მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი მო­ნუ­მენ­ტე­ბი, არა­მედ ათო­ბით ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი, ასე­ვე ელი­ტუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სო­ლი­დუ­რი ავ­ტო­პარ­კი.

2021 წლის­თვის მო­ქან­და­კის ავ­ტო­პარკში ირი­ცხე­ბო­და ხუთი Mercedes-ის, ერთი Bentley-ისა და ორი Rolls-Royce-ის ავ­ტო­მო­ბი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში წე­რეთ­ლის სა­ხელ­ზე იყო, სულ მცი­რე, 14 კომ­პა­ნია. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მოს­კო­ვის მუ­ზე­უ­მის არა­კო­მერ­ცი­ულ­მა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფონდმა, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტიც წე­რე­თე­ლი იყო, 2024 წელს 14 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის წმინ­და მო­გე­ბა მი­ი­ღო.

წე­რე­თე­ლი ქა­ლიშ­ვილ ელე­ნას­თან ერ­თად ფლობ­და შპს “არკა ჰოლ­დინგს“. გა­სულ წელს ფირ­მამ მხატ­ვრის ოჯახს 24,1 მი­ლი­ო­ნი მო­უ­ტა­ნა. მის სა­კუთ­რე­ბა­ში გახ­ლდათ ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი მოს­კო­ვის გულ­ში, მას ასე­ვე 56,9 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა დარ­ჩა. მათ შო­რის ხუთი მი­წის ნაკ­ვე­თი, ორი სახ­ლი, ხუთი ბინა, ასე­ვე 30 არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი.

90-იან წლებ­ში მოს­კო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზუ­რაბ წე­რე­თელს უვა­დო სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცა მი­წე­ბი მოს­კო­ვის ცენ­ტრში, ბოლ­შა­ია გრუ­ზინ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ორი ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლე მდე­ბა­რე­ობ­და. იმ მო­მენ­ტის­თვის წე­რე­თე­ლი უკვე ამ შე­ნო­ბე­ბის მფლო­ბე­ლი იყო, ადრე ერთ-ერთ მათ­გან­ში გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ახლა ამ შე­ნო­ბა­ში ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლოს­ნოა.

ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ქან­და­კეს მი­წე­ბი გა­დას­ცა. 1994 წელს მოს­კო­ვის მთავ­რო­ბამ უვა­დო სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­დას­ცა “სას­წა­უ­ლე­ბის სა­ბავ­შვო პარ­კის ფონდს“, რო­მე­ლიც წე­რე­თელ­მა და­ა­არ­სა, 330 ჰექ­ტა­რი მიწა ნი­ჟ­ნიე მნევ­ნიკ­ში. იქ “რუ­სუ­ლი დის­ნე­ი­ლენ­დის“ მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ნონსდა, მაგ­რამ არა­სო­დეს აშე­ნე­ბუ­ლა. გა­სარ­თო­ბი პარ­კის ნაც­ვლად, ნაკ­ვეთ­ზე გაჩ­ნდა რეს­ტო­რა­ნი “ერ­მა­კი“, რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი იყო.

რეს­ტო­რა­ნი ცნო­ბი­ლი იყო იმით, რომ მას ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი სტუმ­რობ­დნენ, მათ შო­რის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც. თუმ­ცა, 2007 წელს წე­რე­თელს მიწა ჩა­მო­არ­თვეს, ხოლო 2022 წელს “ერ­მა­კი“ და­ან­გრი­ეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბინა 12-სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში, ბოლ­შა­ია ია­კი­მან­კას ქუ­ჩა­ზე. იქ მხო­ლოდ სამ და ოთხო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნე­ბია, ხოლო წე­რე­თელ­მა ორი მათ­გა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ასე­თი ბინა ახლა სულ მცი­რე 150 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი უნდა ღირ­დეს. 2010 წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მოძ­რა­ო­ბა “არ­ხნა­ძორ­მა“ რამ­დე­ნი­მე წლის წინ წე­რე­თელს მოს­კო­ვის ზო­ო­პარკთან ახ­ლოს, ვოლ­კო­ვის შე­სახ­ვევ­ში სა­სახ­ლე აღ­მო­უ­ჩი­ნა. ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბა­ში, გრა­ფი ზუ­ბო­ვის სახ­ლში, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნო­ნო რეს­ტავ­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გრაფ პლა­ტონ ზუ­ბო­ვის სა­სახ­ლე 1840-იან წლებ­ში აშენ­და და ახლა მისი ფა­სა­დი მთლი­ა­ნად სამ­შე­ნებ­ლო ბა­დით არის და­ფა­რუ­ლი.

ზუ­რაბ წე­რეთ­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გახ­და ცნო­ბი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის გამო. კერ­ძოდ, ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი ფლობ­და შე­ნო­ბებ­სა და ნა­გე­ბო­ბებს, რომ­ლე­ბიც გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო 26,9 ათას კვად­რა­ტულ მეტრზე ავი­ა­მო­ტორ­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე. გარ­და ამი­სა, 2010 წელს მხატ­ვარს შე­ნო­ბა აღ­მო­აჩ­ნდა ტო­ვა­რიშ­ჩეს­კის შე­სახ­ვევ­ში: მოს­კო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა 200 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის უკა­ნო­ნო მით­ვი­სე­ბის გამო. მას ასე­ვე რამ­დე­ნი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ობი­ექ­ტი აღ­მო­უ­ჩი­ნეს ბრი­ანსკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ “ევ­რო­პის“ გვერ­დით: 2015 წელს ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ი­თხო­ვა მხატ­ვრის­გან მის სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ზე მი­შე­ნე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის დე­მონ­ტა­ჟი.

სახ­ლი პე­რე­დელ­კი­ნო­ში, სა­დაც ბოლო წლებ­ში დიდ დროს ატა­რებ­და სა­ა­გა­რა­კე ნაკ­ვეთ­ზე 2016 წელს გა­იხ­სნა. მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია მუ­ზე­უ­მი მო­ქან­და­კის ნა­მუ­შევ­რე­ბით ღია ცის ქვეშ. შეს­ვლა იქ უფა­სო იყო, ხოლო ექ­სპო­ნა­ტე­ბით სავ­სე ბა­ღის კარს ზოგ­ჯერ თა­ვად წე­რე­თე­ლი აღებ­და. სახ­ლის შიგ­ნით მისი სა­ხე­ლოს­ნო იყო, ტუ­რის­ტე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ფან­ჯრე­ბი­დან, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­და მხატ­ვა­რი ტი­ლო­ებ­ზე. თუმ­ცა, პან­დე­მი­ის დროს და მის შემ­დეგ, სტუმ­რე­ბის შეშ­ვე­ბა შე­წყდა.

პე­რე­დელ­კი­ნო – სა­ა­გა­რა­კე და­სახ­ლე­ბა ვნუ­კო­ვო­ში, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში გაჩ­ნდა. აქ ცხოვ­რობ­დნენ და მუ­შა­ობ­დნენ XX სა­უ­კუ­ნის გა­მო­ჩე­ნი­ლი მწერ­ლე­ბი. სწო­რედ ამი­ტო­მაც მი­ი­ღო ამ ად­გილ­მა სა­ხელ­წო­დე­ბა “მწე­რალ­თა და­სახ­ლე­ბა“.

  • ვის დარ­ჩე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბა?

ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო თა­ვა­დის ასულ ინე­სა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც 1998 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და თბი­ლის­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. სწო­რედ იქ, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ მხატ­ვარ­საც.

ზუ­რაბ წე­რეთ­ლის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ქვრი­ვი ტა­ტი­ა­ნა კო­ჩე­მა­სო­ვა მას­ზე ზუს­ტად ორ­ჯერ უმ­ცრო­სია. ის 46 წლი­საა. გარ­და ამი­სა, მხატ­ვა­რი ზრდი­და ორ ნაშ­ვი­ლებ ქა­ლის­ვილს – ლუდ­მი­ლას და ტა­ტი­ა­ნას. ად­ვო­კატ ვლა­დი­მერ პოს­ტა­ნი­უ­კის თქმით, ის, თუ ვის დარ­ჩე­ბა მო­ქან­და­კის ქო­ნე­ბა, ან­დერ­ძის არ­სე­ბო­ბა­ზე ან არარ­სე­ბო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. “თუ ის შედ­გე­ნი­ლია, მა­შინ ქო­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ნა­წილ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლა­ში შევა უკა­ნას­კნე­ლად შედ­გე­ნი­ლი ვერ­სია. ქო­ნე­ბის ან­დერ­ძით და­ტო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. გარ­დაც­ვლი­ლის ნება უპი­რო­ბოდ შეს­რულ­დე­ბა“, – გან­მარ­ტა ად­ვო­კატ­მა.

ან­დერ­ძის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვა­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი შვი­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. ამას­თა­ნა­ვე, იუ­რის­ტის თქმით, ნაშ­ვი­ლებ გო­გო­ნებს აქვთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი ბი­ო­ლო­გი­ურ შვილ­თან ერ­თად. რაც შე­ე­ხე­ბა “სა­მო­ქა­ლა­ქო“ ცოლს, ან­დერ­ძის გა­რე­შე ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მას ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რა­ი­მე­ზე პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს.

ზუ­რაბ წე­რე­თელს არა­სო­დეს უყ­ვარ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ინე­სა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­ზე 40 წელი იქო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნა, რო­მელ­მაც მა­მა­მი­სის მსგავ­სად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა აირ­ჩია და გახ­და გრა­ფი­კო­სი, გა­მო­ფე­ნის დი­ზა­ი­ნე­რი და რუ­სე­თის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ელე­ნას შე­ე­ძი­ნა სამი ვაჟი ვა­სი­ლი, ვიქ­ტო­რი და ზუ­რა­ბი.

  • ახალ­გაზ­რდა მუზა

1998 წელს მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მხატ­ვა­რი დიდ­ხანს იყო მარ­ტო. მხო­ლოდ 2004 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ.

წე­რეთ­ლის მუზა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე და მხატ­ვა­რი ტა­ტი­ა­ნა კო­ჩე­მა­სო­ვა გახ­და. ქალი ოს­ტატ­ზე 46 წლით უმ­ცრო­სი იყო. ზუ­რა­ბი და ტა­ტი­ა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი ერ­თად იყ­ვნენ მხატ­ვრის სი­ცო­ცხლის ბოლო დღემ­დე.

ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა ტა­ტი­ა­ნას თა­ვის მუ­ზას უწო­და და ის მხატ­ვარს ყვე­ლა­ფერ­ში უჭერ­და მხარს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow