"ვიღაცას ჩემი წასვლა უნდოდა" - დონარუმამ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა

ჯანლუიჯი დონარუმამ ცოტა ხნის წინ თავადვე დაადასტურა, რომ პარი სენ-ჟერმენში აღარ ითამაშებს, რაც მის მიერ გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ წერილში ნათლად იკითხება

აგვ. 12, 2025 - 23:57
 0
"ვიღაცას ჩემი წასვლა უნდოდა" - დონარუმამ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა
ჯანლუიჯი დონარუმამ ცოტა ხნის წინ თავადვე დაადასტურა, რომ პარი სენ-ჟერმენში აღარ ითამაშებს, რაც მის მიერ გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ წერილში ნათლად იკითხება:

პარიზში მოსვლის პირველი დღიდან ვცდილობ, რომ მოვიპოვო საკუთარი ადგილი გუნდის შემადგენლობაში და დავიცვა პარი სენ-ჟერმენის კარი. სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აღარ შემიძლია ამ გუნდის ნაწილი ვიყო, აღარ შემიძლია გუნდის წარმატებაში შევიტანო წვლილი.. ძალიან გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ.

- დაწერა იტალიელმა მეკარემ.

ბოლო ინფორმაციით, დონარუმას ჩელსის, სიტის და იუნაიტედს უკავშირებენ. ის, რომ ჯიჯოს დრო პსჟ-ში დასრულებულია, თავად მეკარემ ამ წერილის გამოქვეყნებით დაადასტურა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow