ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი დღეს შეხვედრას გამართავენ
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხები (მათ შორის თანამშრომლობა BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „დიდი ოცეულის“ ფარგლებში) და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა. ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. რუსეთის პრეზიდენტის […]


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხები (მათ შორის თანამშრომლობა BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „დიდი ოცეულის“ ფარგლებში) და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა. ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.
გარდა ამისა, რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების გეგმა მოიცავს რამდენიმე სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი დოკუმენტის ხელმოწერას.
შეგახსენებთ, სი ძინპინი რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.
What's Your Reaction?






