ვოლოდიმირ ზელენსკი – აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა არ იყო მშვიდი

აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა დღესაც არ იყო მშვიდი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება – ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც, შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ […]

მაი. 8, 2025 - 10:27
 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა არ იყო მშვიდი

აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ს ცა, აგრესორის ცა დღესაც არ იყო მშვიდი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღესაც არ იყო მშვიდი. ჩვენი წინადადება დარტყმების შეჩერების, ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება – ჩვენ არ ვხსნით ამ წინადადებას, რომელმაც, შეიძლება, შანსი მისცეს დიპლომატიას, მაგრამ სწორედ რუსეთიდან არ ხედავს მსოფლიო არანაირ რეაქციას – არანაირ რეაქციას, გარდა ახალი დარტყმებისა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი აგრესია და ეს მოუწევს.
„ეს მხოლოდ დროის საკითხია. ომი ყველასთვის დანაკარგია, მათ შორის აგრესორისთვისაც“, – განაცხადა ზელენსკიმ.
7 მაისს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის გამო, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ ათობით რეისი გააუქმა. 7 მაისის ღამეს, რუსეთის რამდენიმე რეგიონში თავდაცვის მრეწველობის ობიექტებზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow