"თავიდან ვიფიქრე, თოფურიას რთული ღამე ექნებოდა, მაგრამ.." - პიმბლეტის გამოხმაურება ოლივეირას
"თავიდან ვიფიქრე, რომ თოფურიას რთული ღამე ექნებოდა, მაგრამ.." - პიმბლეტის გამოხმაურება ოლივეირას

პიმბლეტს კარიერის განმავლობაში არაერთხელ გამოუთქვამს სიმპათია ჩარლზ ოლივეირას მიმართ და პოტენციური დაპირისპირების იდეაც არაერთხელ გაუშვია ჰაერში. თუმცა UFC 317-ის შემდეგ, ეს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა.
Verse Us პოდკასტში სტუმრობისას, პიმბლეტმა მკაცრად გააკრიტიკა ბრაზილიელის გამოსვლა:
"ჩარლზი ძალიან მომწონს, მაგრამ რა იყო მისი გეგმა?" — თქვა პიმბლეტმა.
"დადგა მის (ილიას) წინ და სახეში მუშტებს იღებდა. პირველ 30 წამში რაღაც სცადა — ერთი დარტყმა, ერთი ფეხით, და ვიფიქრე, რომ თოფურიას რთული ღამე ექნებოდა… მაგრამ როცა ოლივეირა ოქტაგონზე გამოდიოდა, დავინახე, რომ ნერვიულობდა… მართლა მაინტერესებს, რა იყო ეს. რას აკეთებ, შუაში დგახარ და არაფერს ცვლი?
"გონება დამება — რა სისულელე ქნა. 47-ე პროფესიონალური ბრძოლა ჰქონდა და ისე შევიდა, როგორც დებიუტანტი."
- აღნიშნავს ინგლისელი.
What's Your Reaction?






