
პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ალეკო, იმას მიყვებით არჩევნებში ცოტა ხნის წინ ხელი რუსული კანონის გამო რომ გაარტყით. ახლა ამბორს უძღვნით?! მეტიც – მის ჩატარებულ არჩევნებში გადიხართ და ის დაგითვლით ხმებს…
ჯანდაბას ის ერთი კანონი, ყოველდღიურად რომ რუსულ კანონებს იღებენ, იმ ხალხს აძლევთ ლეგიტიმაციას და ე.ი. რუსულ კანონებსაც კანონიერად სცნობთ. ახალგაზრდები და სხვა პარტიების ლიდერები რომ სხედან საკნებში, იმათ უსჯი პატიმრობას ალეკო…
პოლიტიკოსობაზე საუბარი ძალიან ზედმეტია მოცემულ ვითარებაში და რომ იცოდეთ, არაა მთლად კაცური საქციელი პატიმარ თანაპარტიელებს ამოეფაროთ და პატიმრების “სოლიდარობა” გაქოცებით კი არა, გარუსებით დაამტკიცოთ. მითუმეტეს, რომ ვიცით, პატიმრებს და პოლიტპატიმრებს მხოლოდ მაშინ წყალობთ, როცა გჭირდებათ.
გვახსოვს პატიმარ სააკაშვილზე თქვენი ჭორაობა. გვახსოვს, ერთ დროს, პატიმრების მხარდაჭერით ხაზარაძის მიმართ გაჟღერებული თქვენი ბრალდებები – პატიმრებს კრედიტებს უმტიცებდი რომ ზევით მიეტანათო. როცა დაგჭირდათ, ისევ ხაზარაძეს მიადექით და იმ კრედიტ დამტკიცებულ პატიმრებს ხმები ურცხვად მოსთხოვეთ. არც ესაა კაცის საქმე ალეკო. ჯანდაბას პარტიებიდან ერთი ციფრის მოხაზვა, ვიღაც მოატყუეთ, ვიღაც – ვერ… ახლა, სხვა დროა და უფრო რთული – ახლა ჩვენს წილ სამშობლოს ყიდი და არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მიყვები რუსებს. და, ამ სპეცოპერაციას გვიტარებ ჩვენ – გუშინ რუსთაველზე ერთად რომ ვიდექით, ძირს რეჟიმიო, რომ ყვიროდით. მოპარულ არჩევნებს სცენიდან რომ აპროტესტებდით და არ დავთმობო, ყვიროდით. დათმეთ საქართველო და ახლა, “სტავრაპოლის” დეპუტატობისთვის ემადებით. ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვიტყვით ჯანდაბას ადგილობრივი
არჩევნები, მაგრამ ადგილობრივებთან ადგილობრივად დაგედგომებათ მერე საქართველოში?!
თანაპარტიელის, ლიდერის პატიმრობა რომ რუსობას ამართლებდეს, რეჟიმთან თანამშრომლობა რომ ალიბი იყოს, მაშინ სააკაშვილის პარტია არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტიდან არ უნდა გამოდიოდეს, ბოლოს და ბოლოს ბავშვი უფრო გვიან იბადება, ვიდრე დრო თქვენი ლიდერების გარეთ გამოშვებას სჭირდება….
ალეკო ელისაშვილი #არაიქოცო,
#არაირუსო