თეა წულუკიანი – მე შევსწრებივარ საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ჰუბერტ ქნირში, პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა: „შენ, ახლა, ეს უნდა შეასრულო“

მე შევსწრებივარ საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ჰუბერტ ქნირში, პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა: „შენ, ახლა, ეს უნდა შეასრულო“. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს შევსწრებივარ. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოში გერმანიის ყოფილ ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით განაცხადა. კომისიის დღევანდელ […]

ივნ. 19, 2025 - 17:27
 0
თეა წულუკიანი – მე შევსწრებივარ საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ჰუბერტ ქნირში, პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა: „შენ, ახლა, ეს უნდა შეასრულო“

მე შევსწრებივარ საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ჰუბერტ ქნირში, პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა: „შენ, ახლა, ეს უნდა შეასრულო“. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს შევსწრებივარ. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე,- ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოში გერმანიის ყოფილ ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით განაცხადა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს 2019 წლის 20 ივნისი ღამის აქციის დარბევის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მიწვეული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე.
როგორც ჭოლაძემ საკითხზე საუბრისას განაცხადა, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიის ყოფილი ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელიც მისივე თქმით, იქ არ უნდა ყოფილიყო. როგორც ჭოლაძემ აღნიშნა, მან გახარიას ჰკითხა, თუ რატომ იმყოფებოდა ელჩი პარლამენტის შენობაში, რაზეც მას გახარიამ „ცინიკურად უპასუხა“.
„მან, როგორც სჩვევია, ცინიკურად მიპასუხა, „რუსთაველზე სეირნობდა და ამოიყვანეს ჩემებმაო“,- აღნიშნა ჭოლაძემ.
წულუკიანმა ჰკითხა ჭოლაძეს, თუ რამდენად ჰქონდა ელჩს პარლამენტში ყოფნის უფლება იმ დროს.
„გავიგე, რომ შს მინისტრს იმდენი უნდა ესმოდეს, რომ როდესაც აქციის აგრესიულ, არამშვიდობიან [მონაწილეებს], პარლამენტში შემოჭრის მცდელობა აქვს, ასეთი აქციის დაშლას რომ აპირებს შს მინისტრი, იმ დროში გვერდში არ უნდა იყოლიოს სხვა ქვეყნის ელჩი, ეს ელემენტარული რამ არის. ახლა შევხედოთ ელჩის თვალით, რამდენად აქვს ელჩს უფლება, რომ დაჯდეს იმ ადგილას, საიდანაც მიმდინარეობს აქციის დაშლის ოპერაცია, რას ჰგავს ეს საერთოდ, დიპლომატიური თვალით რომ შეხედოთ, რა არის ეს?“, – ჰკითხა წულუკიანმა ჭოლაძეს, რაზეც ჭოლაძემ უპასუხა, რომ „ზოგადად, ეს არ იყო ლამაზი. დიპლომატიურადვე შემოვიფარგლები, იქ ელჩი არ უნდა ყოფილიყო“.
წულუკიანმა ჭოლაძეს მიმართა, გაეხსენებინა, თუ რას აკებდა გერმანიის ყოფილი ელჩი 20 ივნისის ღამეს პარლამენტში.
„ბატონი ქნირში, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია, მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა, ამის გამო. მე შევსწრებივარ სხვა საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ესაუბრებოდა, რომ „შენ, ახლა, ეს უნდა შეასრულო“. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს [შევსწრებივარ]. ჩემთვის მოუცია დავალება, ეს ეთერშიც მაქვს მოყოლილი, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნებ, გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შს მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით“- მიმართა წულუკიანმა გიორგი ჭოლაძეს.
წულუკიანის კითხვაზე ჭოლაძემ განაცხადა, რომ ელჩი სიტუაციას აკვირდებოდა.
„გულწრფელად გეუბნებით, იჯდა. აკვირდებოდა სიტუაციას. [არავინ უთარგმნიდა]. მე ვესაუბრე. ასეთ კითხვას თუ დასვამდა, „რა ხდება? დაძაბულია სიტუაცია?“ თორემ „იქ რამდენი ადამიანია, რა სპეც.საშუალებებია“ ასეთი რამე მე არ მახსენდება. იჯდა და უყურებდა სიტუაციას ერთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ესმოდა [ქართული]. ინგლისური იცოდა, მაგრამ მასთან განსაკუთრებული მისვლა და კომუნიკაცია არ ყოფილა. შეიძლება გახარიას ესაუბრებოდა, მე ეს ნამდვილად არ დამინახავს. კომუნიკაცია არსებობდა, ბუნებრივია, მაგრამ რაზე ესაუბრებოდა… გახარიამ გერმანული ბრწყინვალედ იცის და ეს მის კრედიტად შეიძლება ჩავთვალოთ. რუსული უკეთ იცის, მე როგორც ვიცი, მაგრამ გერმანული ბრწყინვალედ იცის, შესაბამისად, ის ესაუბრებოდა მას გერმანულად“, -განაცხადა ჭოლაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow