თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების სასამართლო

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ჯამში 17 პირი იყო დაკავებული, მათგან გამოსახლებული ორი პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა. ცოტა ხნით ადრე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 17 პირი აიყვანეს.

ივლ. 26, 2025 - 18:27
 0
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების სასამართლო

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. ჯამში 17 პირი იყო დაკავებული, მათგან გამოსახლებული ორი პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.

ცოტა ხნით ადრე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს.

აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 17 პირი აიყვანეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow