თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

სამი წლის წინ, როცა წნორში  ხორბლის ყანას ჭიაგაუჩნდა, ფერმერმა  ვასილ მირიანაშვილმა აღმოაჩინა, რომ ტრაქტორით შეწამვლისას ხარჯი დიდი იყო და თავთავის მოსავლის 5 % –საზიანებდა. პროფესიით აგრონომმა ეფექტური გამოსავალი იპოვა და  ეს საქმე დრონებს მიანდო. გადაწყვეტილებამ გაამართლა.  დრონებმა 80 ჰექტარზე გაშენებული თავთავი ორ დღეშიშეწამლეს… რაც მთავარია – უდანაკარგოდ.   ძმებ მირიანაშვილებს მიწა ანდერძით არ მიუღიათ, 1998 წელს […] The post თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე appeared first on .

აპრ. 28, 2025 - 16:27
 0
თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე

სამი წლის წინ, როცა წნორში  ხორბლის ყანას ჭიაგაუჩნდა, ფერმერმა  ვასილ მირიანაშვილმა აღმოაჩინა, რომ ტრაქტორით შეწამვლისას ხარჯი დიდი იყო და თავთავის მოსავლის 5 % –აზიანებდა. პროფესიით აგრონომმა ეფექტური გამოსავალი იპოვა და  ეს საქმე დრონებს მიანდო. გადაწყვეტილებამ გაამართლა.  დრონებმა 80 ჰექტარზე გაშენებული თავთავი ორ დღეშიშეწამლესრაც მთავარიაუდანაკარგოდ.

 

ძმებ მირიაშვილებს მიწა ანდერძით არ მიუღიათ, 1998 წელს შეიძინეს და საოჯახო ბიზნესინაბიჯნაბიჯ განავითარეს. ახლა, ამ ფართობზე სხვადასხვა ჯიშის ხორბალი, ქერი და მზესუმზირა მოჰყავთ.

 

აღმოჩნდა, რომ ნიადაგი და ადამიანი ერთმანეთს ჰგავსერთფეროვნება და სიახლეების მიუღებლობა ორივეს თანაბრად ფიტავს.

 

მცენარეთა მონაცვლეობა აუცილებელია. მაგალითად, მუდმივად ხორბალს ვერ დათეს, ნიადაგს ცუდ მდგომარეობამდე მიიყვან.  მემარცვლეობაში თესლთბრუნვა და ახალი ჯიშების შემოტანა აუცილებელია.  წელს ფრანგული ჯიშის ხორბალი დავთესე, რომელიც   დაავადების მიმართ გამძლეა და ცხობისთვისაა იდეალური.“გვიხსნის ვასილ მირიანაშვილი.

 

წლებს გამოცდილება თავისით არ მოაქვს. ძმებსბიზნესში ფუნქციები გაყოფილი არ აქვთ, თუმცა ორივე მუდმივად ყანაში, ან მის ირგვლივტრიალებს. აკვირდებიან პროცესებს, ყველა ახალი პრეპარატის ბაზარზე გამოჩენისას სიღრმისეულად იკვლევენ, იძიებენ ინფორმაციას ან კონსულტაციას სხვა სპეციალისტებთან გადიან. მართალია,  საკუთარი ხორბლით პურს არ აცხობენ, მაგრამ ერთი თვალის შევლებითაც შეუძლიათ  ხარისხის ამოცნობა.

 

ივლისში როგორც კი მოსავალს აიღებ, ნიადაგი მაშინვე უნდა  დაამუშავო, რომ სარეველა არ განვითარდეს. შემდეგ გვალვის რისკია, რის დროსაც მიწა გასკდება და ფენას დავკარგავთ. მემარცვლეობა მთელი წლის განმავლობაში მოითხოვს ყურადღებასამბობს ფერმერი.

 

კახეთში ხორბლის მოყვანას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ალაზნის ველის ტერიტორია, სადაც წნორიც მდებარეობს, ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა და იდეალურია მარცლეულის მოსაყვანად. “კარგ შედეგად ერთ ჰექტარზე 5-6 ტონა მოსავლის მიღება ითვლება. ყოფილა შემთხვევა 7 ტონაც აგვიღია. თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ  საქართველოში გვექნება საშუალება რომ მოთხოვნის 45 % დავაკმაყოფილოთ”- განმარტავს ნაშვილი.

 

თუმცა, სიზუსტე წარმატების ფორმულისთვის ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ცოდნას, გამოცდილებას, მცენარეებისადმი ზრუნვას დასწორ გადაწყვეტილებებს ამ ბიზნესში ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იღბალი( ამ შემთხვევაშიამინდიემატება).

 

ვენახისგან განსხვავებით, პურის ყანას უამინდობისგან ვერაფრით დააზღვევ. მსგავსი ტექნოლოგიები ჯერჯერობით არ არსებობს. ასეთ დროს, კი ფერმერისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი სანდო ფინანსური ინსტიტუტია. წლებია მარიანაშვილები თიბისის იაფი აგროსესხით სარგებლობენ.

 

ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როდესაც  ყანა დაისეტყვა და მოსავლის მხოლოდ 30 % ამიღია. აქ ბუნებრივია, მოგებაზე საუბარი არ ყოფილა. ნდობა არის ის, რაც მეწარმეს და ბანკს უნდა აკავშირებდეს. თიბისის ასეთ დროსაც გაუგრძელებია ჩემთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ მენდობა მეც და ჩემს საქმესაც. ეს ურთიერთობა უკვე წლებია გრძელდება, რაც სიმშვიდის, პარალელურად კი განვითარების საშუალებას მაძლევსამბობს ფერმერი.

 

განვითარების გეგმებში კი  სამაცივრე მეურნეობა და ახალი ფართობის ათვისებაა, სადაც სურთ მრავალწლიანი ნარგავები გააშენონ.

(R)

The post თიბისი აგრობიზნესისთვის – მირიანაშვილების პურის ყანა, ტრადიციიდან ინოვაციამდე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow