თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში – მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ციკლის, ბოლო, მე-7 საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი წარსდგება, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, ხოლო +78 კილოგრამში სოფიო სომხიშვილი. დავიწყოთ გურამით, აქვე უნდა ითქვას, რომ თუშიშვილს წინა ტურნირებისგან განსხვავებით, ამჯერად უკეთესი ბადე შეხვდა. თუშიშვილი B დივიზიონშია განთესილი, პირველ წრეს გამოტოვებს, შემდგომ კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება, აქ […]


ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ციკლის, ბოლო, მე-7 საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი წარსდგება, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იასპარეზებს, ხოლო +78 კილოგრამში სოფიო სომხიშვილი.
დავიწყოთ გურამით, აქვე უნდა ითქვას, რომ თუშიშვილს წინა ტურნირებისგან განსხვავებით, ამჯერად უკეთესი ბადე შეხვდა. თუშიშვილი B დივიზიონშია განთესილი, პირველ წრეს გამოტოვებს, შემდგომ კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება, აქ გამარჯვების შემთხვევაში კი დიდი შანსია შევხვდეთ გერმანელ ლოსენი კონეს, მეოთხედფინალში უკვე ქართველის მეტოქე იქნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი, კუბელი ენდი გრანდა, ან სავარაუდოდ, თურქი მუნირ ერთუკი. ამავე ციკლში ასპარეზობს წარმოშობით ქართველი უშანგი კოკაური (აზერბაიჯანის სახელით), მაგრამ მოსალოდნელია, რომ B დივიზიონის ქვედა, მეორე ნახევარს ენდი გრანდა გაივლის. თუ გურამი ნახევარფინალში გავა, შედარებით დაღლილ A დივიზიონის გამარჯვებულთან მოუწევს ჭიდაობა, რადგან ამ წონაში ნიონგ კიმი, ასევე ლეგენდარული ჩეხი, ოლიმპიადის ორი ოქროს (სხვადასხვა წონით კატეგორიებში) მფლობელი ლუკას კრპალეკი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი ასპარეზობენ. A დივიზიონში ალიშერ იუსუპოვი და ლუკას კრპალეკი ერთმანეთს მესამე წრეში ხვდებიან, კიმი კი სავარაუდოდ მეოთხე წრეში იქნება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ კრპალეკის გამოცდილებისა და ინტელექტისა, დიდი შანსია, რომ ნახევარფინალში ჩვენს მეტოქედ ნიონგ კიმი ვიხილოთ.
რაც შეეხება C და D დივიზიონს, საიდანაც პოტენციურად მეორე ფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს, C დივიზიონში ფავორიტი ტაჯიკი რახიმოვი და იაპონელი ოტა არიან ფავორიტები, დიდი ალბათობით, სწორედ მათ შორის გამარჯვებული გახდება მესამე ნახევარფინალისტი. განსაკუთრებულად საინტერესო იქნება B დივიზიონი, რადგან აქ თავი ინალ ტასოევმა, რეჯეპ ერგინმა (ეს ორი ძიუდოისტი პირველივე წრეში ერთმანეთს ხვდება), მესამე წრეში დიდი ალბათობაა, რომ უზბეკი ტურუბოევი გავიდეს და აქვე გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი – 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში უზბეკეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ასევე აქვეა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტამერლან ბაშაევი, რომელსაც გურამმა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი მოუგო.
D დივიზიონში მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ ტურუბოევი ბაშაევი და ტასოევი ერთ ქვეციკლში ყოფილიყვნენ, ასევე კრპალეკი, იუსუფოვი და კიმი ერთად, რადგან გურამს ენდი გრანდას სახით ერთადერთი სახელოვანი კონკურენტი ჰყავს. რა თქმა უნდა, ძიუდოში ყველაფერი ხდება, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბადეში გაგვიმართლა. სავარაუდოა, რომ ფინალში ინალ ტასოევს ვიხილავთ, რუსი ძიუდოისტი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა რთული ბადედან გამომდინარე არაფერია გამორიცხული.
რაც შეეხება +78 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ სომხიშვილი B დივიზიონში იქნება განთესილი, სადაც პირველივე წრიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კოლუმბიელი ბრიგიტე კარაბალი იქნება, სადაც სოფიო აშკარა ფავორიტია, პირველი წრის გავლის შემთხვევაში, იონი ლის შევხვდებით, სამხრეთკორეელი ძიუდოისტის გავლის შემთხვევაში რური ტაკაჰაშიზე გავდივართ, იგი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ. თუ მასაც დავამარცხებთ, სავარაუდოდ, ჰაიან კიმიზე გავდივართ, ნახევარფინალში კი სოფიო ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს, რომან დიკოს შეხვდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში სომხიშვილი დიდი ალბათობით, ჩინელ ხინრან ნიუს დაუპირისპირდება.
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა
სომხიშვილი მერვედფინალში დიკოსთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა
რუსეთის წარმომადგენელმა გურამ თუშიშვილთან წაგების შესახებ ისაუბრა
იპონი 43-ე წამზე – სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]
რევანშის შანსი – სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა – ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა – თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
“რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ…” – ინალ ტასოევი
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ინანეიშვილი და სომხიშვილი დამარცხდნენ
6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება – ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატის ფინალში სამი ქართველი გავიდა
What's Your Reaction?






