"თქვენს მიმართ უპატივცემულობა არც მიფიქრია" - პავარის ბოდიში და ვრცელი წერილი ბაიერნის ქომაგებს
ინტერის ფრანგმა მცველმა ბენჟამინ პავარმა, რომელიც წლების განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის რიგებში თამაშობდა, გულშემატკივრებს...

"ბაიერნმა მომცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი ის ფეხბურთელი, ვინც დღეს ვარ. ეს კლუბი მრავალი წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო", – წერს პავარი.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბოლო მოთამაშე იყო, ვინც კლუბის ლეგენდის – ბეიკენბაუერის – ნომერი 5 ატარა: "მუდამ მემახსოვრება, რა დიდი პატივი იყო ჩემთვის ბოლო მოთამაშე ვყოფილიყავი, რომელსაც ეს ნომერი ეცვა და ამით ლეგენდის მემკვიდრეობა გამეგრძელებინა."
პავარმა ასევე განმარტა თავისი ემოციური რეაქცია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გატანილ გოლზე:
"ჩემი გოლის აღნიშვნა იყო ბავშვის სიხარულის გამოხატულება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშობს. ეს არანაირად არ ყოფილა ბაიერნის გულშემატკივრების მიმართ უპატივცემულობა", - წერს პავარი.
What's Your Reaction?






