ილია II-ის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები, ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან. P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ თანადგომისთვის“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

თებ. 26, 2025 - 20:27
 0
ილია II-ის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები, ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ თანადგომისთვის“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow