ინდოეთმა პაკისტანს საჰაერო სივრცე დაუკეტა

ინდოეთის მთავრობამ 23 მაისამდე ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა პაკისტანის ავიაკომპანიებისთვის. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ეს არის საპასუხო ზომა პაკისტანის ანალოგიურ აკრძალვაზე. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტი, ამჯერად, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 22 აპრილს, ქალაქ პაჰალგამში შეიარაღებულმა პირებმა 26 ადამიანი, ძირითადად, ტურისტები დახოცეს. ინდოეთმა მომხდართან კავშირში დაადანაშაულა პაკისტანი, რომელმაც თავის მხრივ, ბრალდება უარყო და […]

მაი. 1, 2025 - 10:57
 0
ინდოეთმა პაკისტანს საჰაერო სივრცე დაუკეტა

ინდოეთის მთავრობამ 23 მაისამდე ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა ს ავიაკომპანიებისთვის. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ეს არის საპასუხო ზომა პაკისტანის ანალოგიურ აკრძალვაზე.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტი, ამჯერად, მას შემდეგ გამწვავდა, რაც 22 აპრილს, ქალაქ პაჰალგამში შეიარაღებულმა პირებმა 26 ადამიანი, ძირითადად, ტურისტები დახოცეს. ინდოეთმა მომხდართან კავშირში დაადანაშაულა პაკისტანი, რომელმაც თავის მხრივ, ბრალდება უარყო და დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა.
პაჰალგამი მდებარეობს ქაშმირის ოლქში, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ინდოეთი აკონტროლებს.
30 აპრილს პაკისტანის მთავრობამ განაცხადა, რომ ინდოეთი უახლოესი 24-36 საათის განმავლობაში პაკისტანის ტერიტორიაზე დარტყმას ამზადებს.
ქალაქ პაჰალგამში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ინდოეთის მთავრობამ პაკისტანის მოქალაქეებს ვიზები გაუუქმა, ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე დასწია, თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა, დაკეტა ორ ქვეყანას შორის არსებული ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელი და შეაჩერა 1960 წლის შეთანხმება, რომელიც მდინარე ინდიდან წყლის განაწილებას არეგულირებს.
თავის მხრივ, პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის მოქალაქეებს ვიზები შეუჩერა, დიპლომატიური წარმომადგენლობის სამხედრო მრჩევლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ მდინარე ინდიდან წყალმომარაგების შეჩერების მცდელობას განიხილავს ომის აქტად, რასაც შესაბამისად უპასუხებს.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის გამწვავების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ რისკად ყოველთვის განიხილება ის გარემოება, რომ ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow