ირანის დაზვერვის მინისტრი – ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება

ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება, – ამის შესახებ ირანის დაზვერვის მინისტრმა, ისმაილ ხატიბიმ განაცხადა. ირანის დაზვერვის მინისტრის, ისმაილ ხატიბის ცნობით, საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს, ბირთვულ ობიექტებსა და აშშ-თან და ევროპასთან მის ურთიერთობებს ეხება. „ამის გადაცემას დრო დასჭირდება და ეს ძლიერ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს. გადაცემის მეთოდები კონფიდენციალური […]

ივნ. 8, 2025 - 18:27
 0
ირანის დაზვერვის მინისტრი – ირანის დაზვერვის მიერ ისრაელის ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება

ირანის დაზვერვის მიერ ს ბირთვული პროგრამის შესახებ მოპოვებული დოკუმენტები მალე გამოქვეყნდება, – ამის შესახებ ირანის დაზვერვის მინისტრმა, ისმაილ ხატიბიმ განაცხადა.
ირანის დაზვერვის მინისტრის, ისმაილ ხატიბის ცნობით, საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის შესაძლებლობებს, ბირთვულ ობიექტებსა და -თან და ევროპასთან მის ურთიერთობებს ეხება.
„ამის გადაცემას დრო დასჭირდება და ეს ძლიერ უსაფრთხოების ზომებს საჭიროებს. გადაცემის მეთოდები კონფიდენციალური დარჩება, მაგრამ დოკუმენტები მალე უნდა გამოქვეყნდეს“, – განაცხადა ხატიბიმ.
შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის დოკუმენტაციის მოპოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
ისრაელს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow