ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს”

ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. პეზეშკიანის თქმით, ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს” და თეირანი მეგობრული ქვეყნებისგან “ნებისმიერ დახმარებას” მიესალმება. მედია იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი იმის ფონზე გაიმართა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ ბინ ფარხანი […]

ივნ. 25, 2025 - 00:27
 0
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს”

ირანი მზად არის -თან “საკითხები მოაგვაროს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ს მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
პეზეშკიანის თქმით, ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს” და თეირანი მეგობრული ქვეყნებისგან “ნებისმიერ დახმარებას” მიესალმება.
მედია იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი იმის ფონზე გაიმართა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ ბინ ფარხანი კატარში იმყოფება, სადაც “სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს” საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.
საუდის არაბეთის გარდა აღნიშნული გაერთიანების წევრები არიან ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე კატარის წინააღმდეგ ირანის აგრესია იქნება განხილული, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow