ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში რაკეტების საწყობებს და გამშვებ ინფრასტრუქტურას დაარტყეს – ამის შესახებ ინფორმაციას sky news ავრცელებს. მათივე ცნობით, იერიშების შედეგად, ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, ამინ ფორ ჯუდხი. ჯუდხი ისრაელის მიმართულებით დრონების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი. გუშინ ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით რევოლუციის გვარდიის საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მეორე დანაყოფის მეთაური, ამინ […] The post ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს appeared first on .

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში რაკეტების საწყობებს და გამშვებ ინფრასტრუქტურას დაარტყეს – ამის შესახებ ინფორმაციას sky news ავრცელებს.
მათივე ცნობით, იერიშების შედეგად, ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, ამინ ფორ ჯუდხი. ჯუდხი ისრაელის მიმართულებით დრონების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი.
გუშინ ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით რევოლუციის გვარდიის საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მეორე დანაყოფის მეთაური, ამინ ფორ ჯუდხი გაანეიტრალეს“, – წერს ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე.
ამასთან, ირანის საინფორმაციო სააგენტო “ფარსი” იტყობინება, რომ ისრაელმა ისპაჰანის ბირთვულ ობიექტს დაარტყა. მათივე განმარტებით, თავდასხმის შედეგად, სახიფათო ნარჩენები არ გაჟონილა.
ისრაელის იერიშების პარალელურად, ირანმა ღამით ისრაელის მიმართულებით 5 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. საჰაერო განგაშის ხმები თელ-ავივსა და ცენტრალურ ისრაელში ისმოდა. ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
The post ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს appeared first on .
What's Your Reaction?






