“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი
სააგენტო "პარალელი" “ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ,,ქართულ ოცნებაში” შექმნილ გაურკვეველ სიტუაციასა და სანქციებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს: ,,ეკონომიკის არაღიარებული მინისტრი პოსტიდან გარბის, ჯერ შანტაჟს ექვემდებარება და “უჭირავთ”. გომელაური “შსს”-ს მინისტრის მოვალეობას აღარ ასრულებს და უსასრულო დეპრესიას მიეცა. ლილუაშვილის კადრებს, დასაქმებულებსა და ასევე “ოდეერებს” დაერივნენ – წმენდა გამოაცხადეს. ღარიბაშვილს, […] “ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი
,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ,,ქართულ ოცნებაში” შექმნილ გაურკვეველ სიტუაციასა და სანქციებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს:
,,ეკონომიკის არაღიარებული მინისტრი პოსტიდან გარბის, ჯერ შანტაჟს ექვემდებარება და “უჭირავთ”.
გომელაური “შსს”-ს მინისტრის მოვალეობას აღარ ასრულებს და უსასრულო დეპრესიას მიეცა.
ლილუაშვილის კადრებს, დასაქმებულებსა და ასევე “ოდეერებს” დაერივნენ – წმენდა გამოაცხადეს.
ღარიბაშვილს, პარტიაში კი არა, საერთოდ გამოჩენა აღარ უნდა.
კალაძე დარდობს – საფრანგეთი, იტალია, გერმანიიდან როგორ გადაეწყოს თურქმენეთზე, ჩინეთსა და ირანზე.
ამასობაში, კარის ბიზნესმენები დაბნეულები არიან – “სუსის” მერე ვისთან “დაალაგონ” და ყველას მდინარაძესთან ამისამართებენ.
ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს და დოლარის ბრუნვაში სერიოზული პრობლემები აქვს, ამიტომ უკონტაქტოა და არავინ იცის რა ჭკუაზეა…
აქეთ თურნავამ, ივანიშვილის დავალებით ჩინეთი მოიარა და ჩინელებს ეხვეწება, არწმუნებს – რუხაძის “ლიბერთი ბანკი” იყიდონ (ამ დროისთვის ჩიხშია შესული გარიგება).
მეორე დავალება ადგილობრივი “ბარათის” შექმნაა, რადგან სანქციების პირობებში ასობით რეჟიმის წარმომადგენელს ბარათები აქვს დაბლოკილი, ან პრობლემები აქვს ამ მიმართულებით – ამიტომ, რუსული “მირის” მსგავსი შექმნეს და უახლოეს პერიოდში აპირებენ ჩაუშვან ხმარებაში, შავი ფულის სატრიალოდ.
საჯარო მოხელეებს, პენსიონერებს, საბიუჯეტო დაფინანსებებს მიაბამენ ადგილობრივ ბარათს და შესაბამისად, ასე ფიქრობენ თავი აარიდონ სანქციებსა და ბარათების დაბლოკვას…
ამასობაში, ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ ფაზაში, რაც გულისხმობს შეტევას რუსულ რეჟიმზე და მომზადებას, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა და ფიზიკურად დავიცვათ ქვეყანა!”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი
“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი
პარალელი
What's Your Reaction?






