იუვენტუსმა იგორ ტუდორს ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუხანგრძლივა

მიუხედავად იმისა, რომ ბიანკონერი ანტონიო კონტესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, საბოლოოდ ის ნაპოლიში დარჩა და იუვენტუსსაც ეს ვარიანტი ჩაეხსნა

ივნ. 13, 2025 - 00:27
 0
იუვენტუსმა იგორ ტუდორს ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუხანგრძლივა
როგორც იცით, იგორ ტუდორი იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად 2025 წლის დასაწყისში დაინიშნა და მოსალოდნელი იყო, რომ მას კონტეთი ჩაანაცვლებენ, თუმცა ყველაფერი სხვა სცენარით განვითარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიანკონერი ანტონიო კონტესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, საბოლოოდ ის ნაპოლიში დარჩა და იუვენტუსსაც ეს ვარიანტი ჩაეხსნა.

ბევრი ფიქრის შემდეგ, ტურინში გადაწყვიტეს, რომ ახალი მწვრთნელი აღარ მოენახათ და გუნდში იგორ ტუდორი დაეტოვებინათ, რომელმაც იუვესთან ერთად 9 შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ცნობისთვის, ტუდორთან იუვენტუსმა ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow