“იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა… ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო” – ირაკლი გედენიძე

“წულუკიანის კომისიის” სხდომაზე, სადაც “ფოტოგრაფების საქმეზე” საუბრობენ, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ თქვა: “იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, […] The post “იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა… ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო” – ირაკლი გედენიძე appeared first on .

აპრ. 30, 2025 - 16:57
 0
“იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა… ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო” – ირაკლი გედენიძე

“წულუკიანის კომისიის” სხდომაზე, სადაც “ფოტოგრაფების საქმეზე” საუბრობენ, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ თქვა:

“იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი, რა გინდათ, მითხარით და გეტყვით – თქო. ვინც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა თქვაო, ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ, არ გაგივარდეს- მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი, კაი, წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში”

The post “იყო ახალი გათხრილი საფლავი, დამაგდეს, დამიწყეს ცემა… ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო” – ირაკლი გედენიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow