“კაბა მთლიანად ხელითაა შეკერილი” - გურამ გვასალია და კრიშტიანუ რონალდუს მეუღლე
Met Gala-ს ანუ მოდის ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ ღონისძიებას ყოველ წელს მაისის პირველი ორშაბათი ეთმობა. ამ გლამურულ შოუზე ქართველო დიზაინერი გურამ გვასალია კრიშტიანუ რონალდუს მეუღლესთან ჯორჯინა როდრიგესთან ერთად წარსდგა.გურამ გვასალიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ჯორჯინას კაბის იდეაზე საუბრობს:“როდესაც ჯორჯინამ მთხოვა, რომ მის პირველ Met Gala-ს სამოსზე მეზრუნა, პირველი, რაც თავში მომივიდა, პრინცესა დაიანა იყო. დაიანა თავის პირველ Met-ზე ჯონ გალიანოს კაბაში იყო გამოწყობილი. რადგან წლევანდელი Met Gala-ს ჩაცმულობის კოდი იყო „შენზე მორგებული“, ჩვენ დავიწყეთ პრინცესა დაიანას სტილის ჯორჯინასთვის მორგება. კაბა მთლიანად ხელითაა შეკერილი, რამაც მას ნამდვილი Vetements Couture-ის ელფერი შესძინა. არქეტიპული მამაკაცური სამოსი სექსუალურ, პერსონალიზებულ სილუეტად გადავაკეთეთ.მინდოდა ჯორჯინას თავი პრინცესად ეგრძნო. ის ხომ დღევანდელობის პრინცესაა და ხალხის გულების დედოფალია. აუცილებელი არ არის, ყველა კაბა ზღაპრული იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არის..." - წერს გურამ გვასალია საკუთარ გვერდზე.

ამ გლამურულ შოუზე ქართველო დიზაინერი გურამ გვასალია კრიშტიანუ რონალდუს მეუღლესთან ჯორჯინა როდრიგესთან ერთად წარსდგა.

გურამ გვასალიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ჯორჯინას კაბის იდეაზე საუბრობს:
“როდესაც ჯორჯინამ მთხოვა, რომ მის პირველ Met Gala-ს სამოსზე მეზრუნა, პირველი, რაც თავში მომივიდა, პრინცესა დაიანა იყო. დაიანა თავის პირველ Met-ზე ჯონ გალიანოს კაბაში იყო გამოწყობილი. რადგან წლევანდელი Met Gala-ს ჩაცმულობის კოდი იყო „შენზე მორგებული“, ჩვენ დავიწყეთ პრინცესა დაიანას სტილის ჯორჯინასთვის მორგება. კაბა მთლიანად ხელითაა შეკერილი, რამაც მას ნამდვილი Vetements Couture-ის ელფერი შესძინა. არქეტიპული მამაკაცური სამოსი სექსუალურ, პერსონალიზებულ სილუეტად გადავაკეთეთ.
მინდოდა ჯორჯინას თავი პრინცესად ეგრძნო. ის ხომ დღევანდელობის პრინცესაა და ხალხის გულების დედოფალია. აუცილებელი არ არის, ყველა კაბა ზღაპრული იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არის..." - წერს გურამ გვასალია საკუთარ გვერდზე.




What's Your Reaction?






