კვარაცხელია მესის წინააღმდეგ - რა შემთხვევაში შედგება დაპირისპირება

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინში, ბევრს ავიწყდება, რომ საკლუბო სეზონი სწორედ ამ მატჩით არ სრულდება. ფეხბურთელებს მძიმე სეზონის...

მაი. 19, 2025 - 13:57
 0
კვარაცხელია მესის წინააღმდეგ - რა შემთხვევაში შედგება დაპირისპირება
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინში, ბევრს ავიწყდება, რომ საკლუბო სეზონი სწორედ ამ მატჩით არ სრულდება. ფეხბურთელებს მძიმე სეზონის შემდეგ დასვენების დრო არ ექნებათ — 15 ივნისიდან ამერიკაში FIFA-ს ახალი ფორმატით გათამაშებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, სადაც ევროპული და არაევროპული გრანდები ტიტულისთვის ბრძოლას დაიწყებენ.

ტურნირში ყურადღების ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კლუბი — პსჟ მოხვდა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი გააძლიერებს. ფრანგები B ჯგუფში აღმოჩნდნენ და საკმაოდ განსხვავებული სტილის მეტოქეები ჰყავთ: მადრიდის "ატლეტიკო", ბრაზილიური "ბოტაფოგო" და MLS-ის წარმომადგენელი — "სიეტლ საუნდერსი".

პირველი ორი შეხვედრა კალიფორნიის ლეგენდარულ „როუზ ბოულზე“ გაიმართება. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა მერვედფინალში — სწორედ აქ შეიძლება დაიწყოს მთავარი ამბავი.

A ჯგუფშია კლუბი, რომელიც მთელი ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სახელს ატარებს — ლიონელ მესის "ინტერ მაიამი". თუ ყველაფერი დაგეგმილ სცენარზე წავიდა, და ორივე გუნდი (პსჟ და მაიამი) ჯგუფური ეტაპის ბარიერს დაძლევს, მესის და კვარას პირდაპირი დაპირისპირების შანსი გაჩნდება — მატჩი, რომელიც ქართველი გულშემატკივრებისთვის უმნიშვნელოვანესი სანახაობა იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow