კიდევ ერთი ქართველი მეკარის საგოლე პასი

საბერძნეთის ჩემპიონატში „პანსერაიკოსმა“ „ვოლოსი“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 38-ე წუთზე ლუკას გრძელი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ჯეფტე ბეტანკური დარჩა, რომელმაც გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა.  ეს ქართველი მეკარის პირველი ასისტია სეზონში. შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის შემდეგ გუგეშაშვილი მეორე მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. გუგეშაშვილმა კარი მშრალად შეინახა, 6 სეივი მიითვალა. მას საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან კარგ სეზონს ატარებს. მოგეხსენებათ, ლუკამ კონტრაქტი უკვე გააფორმა სალონიკის „პაოკ“-თან, რომელსაც ზაფხულში შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ „პანსერაიკოსი“ 36 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, „ლამიას“ ესტუმრება.

მაი. 6, 2025 - 14:57
 0
კიდევ ერთი ქართველი მეკარის საგოლე პასი

საბერძნეთის ჩემპიონატში „პანსერაიკოსმა“ „ვოლოსი“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 38-ე წუთზე ლუკას გრძელი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ჯეფტე ბეტანკური დარჩა, რომელმაც გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა.  ეს ქართველი მეკარის პირველი ასისტია სეზონში.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის შემდეგ გუგეშაშვილი მეორე მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. გუგეშაშვილმა კარი მშრალად შეინახა, 6 სეივი მიითვალა. მას საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 31 მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან კარგ სეზონს ატარებს.

მოგეხსენებათ, ლუკამ კონტრაქტი უკვე გააფორმა სალონიკის „პაოკ“-თან, რომელსაც ზაფხულში შეუერთდება. აქვე გეტყვით, რომ „პანსერაიკოსი“ 36 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, „ლამიას“ ესტუმრება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow