კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? – ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული

Les Transferts-ი Daily Mercato-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „კოლხეთის“ თავდამსხმელმა გიორგი აბუაშვილმა შეიძლება კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს. გამოცემის ცნობით, ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ სავარაუდოდ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს და მათ შორის ზურიკო დავითაშვილს გაასხვისებს (რენი და სტრასბურგი იწვევს), ძალიან არიან აბუაშვილით დაინტერესებული და კლუბის პრეზიდენტი ივან გაზიდისი მას დავითაშვილის შემცვლელად მოიაზრებს. აღნიშნულია, რომ „სენტ-ეტიენი“ […]

ივნ. 18, 2025 - 20:57
 0
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? – ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული

Les Transferts-ი Daily Mercato-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „კოლხეთის“ თავდამსხმელმა გიორგი აბუაშვილმა შეიძლება კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.
გამოცემის ცნობით, ლიგა 2-ში დაქვეითებული „სენტ-ეტიენი“ სავარაუდოდ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს და მათ შორის ზურიკო დავითაშვილს გაასხვისებს (რენი და სტრასბურგი იწვევს), ძალიან არიან აბუაშვილით დაინტერესებული და კლუბის პრეზიდენტი ივან გაზიდისი მას დავითაშვილის შემცვლელად მოიაზრებს.
აღნიშნულია, რომ „სენტ-ეტიენი“ ეირიკ ჰორნელანდის ხელმძღვანელობით ლიგა 1-ში დაბრუნებას აპირებს, ამისათვის შემტევების დამატება სჭირდება და აბუაშვილის ტრანსფერი მინიმუმ 450 ათასი ევრო დაუჯდებათ, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ზურიკო შეიძლება 10 მილიონზე მეტად გაყიდონ, სავსებით მისაღები თანხაა.
სამაგალითო სპორტსმენი – როგორია საზონოვის მდგომარეობა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow