“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ღია წერილით მიმართვას მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე: “კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი. ეს არის უმადური რუსის ბოდვა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას, სდებს ბრალს იმაში, რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს: კორუფცია, ჩაგვრა, […] “კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ღია წერილით მიმართვას მწვავე შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი.
ეს არის უმადური რუსის ბოდვა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკას, სდებს ბრალს იმაში, რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს: კორუფცია, ჩაგვრა, ანტიდასავლური კანონი,ხალხის წინააღმდეგ ომი, საქართველოს იზოლაცია და დაუცველად დატოვება.
არავითარ „გადატვირთვაზე“ არ არის საუბარი! თავად წერილია გადატვირთული რუსული პროპაგანდით. ის იმეორებს ყველა რუსულ კონსპირაციას იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც 1991 წლიდან იცავს ჩვენს თავისუფლებას;
ითხოვს პასუხს იმაზე, რატომ სჯიან კორუმპირებულ რეჟიმს, რომელსაც ფული ურჩევნია თავისუფლებას და ძალაუფლება – საკუთარ ხალხს.
ეს წერილი არ არის ქვეყნის ინტერესებისთვის.
ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქვეყნის გაყიდვის მტკიცებულება. გაყიდული ქვეყანა, გაყიდული მომავალი, უფრო დაუცველი ხალხი – ესაა კობახიძის წერილის მიზანი.
მაგრამ ჩვენ ივანიშვილს უნდა ვუთხრათ მკაფიოდ:
საქართველო არ არის კობახიძე!
საქართველო არ არის ივანიშვილი და მისი კორუმპირებული ბანდა!
საქართველო არის:
• ახალგაზრდობა, ხალხი რომელიც ქუჩაში იცავს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს;
• მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ – “არ გვინდა რუსული ჭაობი!”
თავისუფლების წყარო არის ხალხში, რომელიც არ გაჩერდება სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი, დაცული და ევროპული!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






